From Wikipedia, the free encyclopedia
ორტლერის ალპები (გერმ. Ortler-Alpen; იტალ. Gruppo Ortles-Cevedale; ან ორტლესის ალპები) — მთის მასივი აღმოსავლეთ ალპებში, იტალიასა და შვეიცარიაში. სიმაღლე 3905 მ-მდე (მთა ორტლერი). სხვა მწვერვალებია: კენიგშპიცე (3851 მ), მონტე-ჩევედალე (3769 მ), მონტე-ძებრუ (3735 მ), პალონ-დე-ლა-მარე (3703 მ). წარმოადგენს სამხრეთი კირქვიანი ალპებისა და ცენტრალური აღმოსავლეთი ალპების ნაწილს.
ორტლერის ალპები | |
---|---|
ორტლერის ალპების უმაღელსი მწვერვალი — ორტლერი | |
კოორდინატები: 46°27′ ჩ. გ. 10°37′ ა. გ. | |
ქვეყანა | იტალია შვეიცარია |
უმაღლესი წერტილი | ორტლერი |
სიმაღლე | 3905 მ |
ქედის პერიფერიული ნაწილები აგებულია უმეტესად ქარსიანი და კრისტალური ფიქლებით, ღერძული ზონა — კირქვებითა და დოლომიტებით. დრენირებულია მდინარეების ადის, ოლოსა და ადიჯეს ხეობებით. ორტლერის ალპების კირქვიან ზონაში თავმოყრილია წვრილი ტბები. მასივზე დაახლოებით 100-მდე მყინვარია. ჩრდილოეთ კალთებზე ტყის საფარი უფრო ხშირია, ვიდრე სამხრეთ ფერდობებზე. ზღვის დონიდან 2300 მ-მდე განვითარებულია ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეები და ბუჩქები, უფრო მაღლა ალპური მდელოებია. მწვერვალები დაფარულია მუდმივი თოვლით. განვითარებულია ტურიზმი, ალპინიზმი.
ორტლერის ალპების სიახლოვესაა სტელვიოს ეროვნული პარკი და შვეიცარიის ეროვნული პარკი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.