ოგადენი
From Wikipedia, the free encyclopedia
ოგადენი (ამჰ. ኦጋዴን, სომალ. Ogaden) — ტერიტორია ეთიოპიის აღმოსავლეთში, სადაც ცხოვრობენ სომალელები და რომელიც იყო სადავო ტერიტორია ეთიოპიასა და სომალის შორის 1970-იან წლებში. ადმინისტრაციული თვალსაზრისით შეესაბამება ეთიოპიის თანამედროვე სომალის რეგიონს. ტერიტორიის ფართობია დაახლოებით 200 000 კმ², ესაზღვრება ჯიბუტის, კენიას და სომალის[1]. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ჯიჯიგა. ოგადენი — ესაა პლატო, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან აღწევს: 1500 მეტრს ჩრდილო-დასავლეთით, სამხრეთის საზღვრის გასწვრივ სიმაღლე ეცემა 300 მეტრამდე. ოგადენის რაიონები სიმაღლით 1400 მეტრიდან 1600 მეტრამდე ხასიათდება, როგორც ნახევრადმშრალი, აქ მოდის 500—600 მმ ნალექი წელიწადში. ოგადენის დანარჩენი ნაწილისთვის უფრო ტიპური ნალექების რაოდენობაა 350 მმ და ნაკლები. მისი პეიზაჟი შედგება მსხვილი ბუჩქნარისგან, ტყიანი მდელოებისგან და ბორცვებისგან[2]. ბოლო წლებში ოგადენში აღინიშნება ნალექების რაოდენობის შემცირება, რასაც თავის მხრივ მოაქვს დიდი გვალვების რაოდენობის ზრდა: ყველაზე უფრო გვალვიანი წლები იყო 1984, 1985, 1994, 1999 და 2000 წლები. ოგადენელი მესაქონლეების მტკიცებით, გვალვების გამო მათ დაკარგეს საკუთარი პირუტყვის საერთო რაოდენობის დაახლოებით 70-90 %[3].
რეგიონი | |||
---|---|---|---|
ოგადენი ამჰ. ኦጋዴን სომალ. Ogaden | |||
| |||
ქვეყანა | ეთიოპია | ||
კოორდინატები | 7°16′48″ ჩ. გ. 44°18′00″ ა. გ. | ||
ფართობი | 200 000 კმ² | ||
მოსახლეობა | 4 439 147 კაცი (2007) | ||
სიმჭიდროვე | 22,196 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+3]] | ||