ნიუ ჰორაიზონსი (ინგლ. New Horizons, ახალი ჰორიზონტები) — პირველი ამერიკული პლანეტშორისი აპარატი, რომელიც ნასამ „ახალი საზღვრების“ პროგრამის ფარგლებში პლუტონისა და მისი თანამგზავრის — ქარონის შესასწავლად გაუშვა.[1]

სწრაფი ფაქტები ნიუ ჰორაიზონსი, ოპერატორი ...
ნიუ ჰორაიზონსი
Thumb
ოპერატორი ნასა
NSSDC ID 2006-001A
SCN 28928
მისიის ხანგრძლივობა 9,5 წელი
ორბიტები

იუპიტერი - 2007 წლის 28 თებერვალი (2,3 მილიონი კმ)

პლუტონი - 2015 წლის 14 ივლისი (12 500 კმ)
სტატუსი აქტიური
ტექნიკური მახასიათებლები
მწარმოებელი APL/SwRI
დატვირთულის მასა 478 კგ
სიმძლავრე 245 ვატი
კვების წყაროები რადიოიზოტოპური თერმოელექტრო გენერატორი
მისიის დაწყება
გაშვების თარიღი 2006 წლის 19 იანვარი
სასტარტო მოედანი აშშ, კენედის კოსმოსური ცენტრი
რაკეტა-მატარებელი Atlas V
დახურვა
Thumb
ნიუ ჰორაიზონსიდან დანახული პლუტონი
Thumb
პლუტონს ამოფარებული მზე

აპარატი 2006 წლის 19 იანვარს გაეშვა, მომდევნო წელს იუპიტერის მახლობლად გრავიტაციული მანევრი შეასრულა და პლუტონისაკენ გაემართა. ნიუ-ჰორაიზონსმა ციურ სხეულს 2015 წლის ივლისში მიუახლოვდა და მის შესწავლას შეუდგა. აპარატის სამეცნიერო მისიის სრული ხანგრძლივობა 15-17 წელს შეადგენს.

ნიუ ჰორაიზონსმა დედამიწა სხვა აპარატებთან შედარებით ყველაზე დიდი სიჩქარით დატოვა. იუპიტერის მახლობლად ჩაფრენისას აპარატის სიჩქარე 45 კმ/წმ-ს შეადგენდა. მიუხედავად ამისა, ნიუ ჰორაიზონსი ვოიაჯერებს ვერასდროს დაეწევა.[2]

გარდა სამეცნიერო აღჭურვილობისა, ნიუ ჰორაიზონსზე პლუტონის აღმომჩენის — კლაიდ ტომბოს ფერფლის ნაწილია.

ისტორია

მას შემდეგ, რაც 1989 წლის აგვისტოში ვოიაჯერ-2 ნეპტუნს ეწვია, პლუტონი მზის სისტემის უკანასკნელ შეუსწავლელ პლანეტად დარჩა. სავარაუდო მისიის უმთავრეს ამოცანად პლუტონისა და მისი თანამგზავრის — ქარონისა და კოიპერის სარტყელის შესწავლა განისაზღვრა. 90-იანი წლების დასაწყისში ნასა შესაბამისი აპარატის შესაქმნელად აქტიურად მუშაობდა და სავარაუდო კონცეპტიც შექმნა. მეცნიერების გათვლით, პროექტის ღირებულება დაახლოებით $400 მილიონით ფასდებოდა, ხოლო აპარატი პლუტონს 7-8 წელიწადში მიაღწევდა. მიუხედავად გარკვეული პროგრესისა, სხვადასხვა მიზეზის გამო აპარატის გაშვება 2006 წლამდე გადაიდო.[3][4][5]

  • აპარატის აწყობა 2004–2005 წლებში მიმდინარეობდა.
  • 2006 წლის 14 იანვარს ნიუ ჰორაიზონსი კენედის კოსმოსური ცენტრიდან წარმატებულად გაეშვა.
  • 2006 წლის იანვარს აპარატმა იუპიტერის მახლობლად გრავიტაციული მანევრის ჩასატარებლად მზადება დაიწყო.
  • 2006 წლის ნიუ ჰორაიზონსმა მარსის ორბიტა გადალახა. იმ მომენტში აპარატი მზიდან დაახლოებით 245 მილიონი კილომეტრით იყო დაშორებული.
  • 2007 წლის 28 წელს აპარატი იუპიტერს 2.3 მილიონ კმ-მდე მიუახლოვდა და გრავიტაციული მანევრი შეასრულა.
  • 2008 წლის ივნისში ნიუ ჰორაიზონსმა სატურნის ორბიტა გადალახა.[6]
  • 2011 წლის მარტში აპარატმა ურანის ორბიტა გადალახა.[7]
  • 2013 წელს ნიუ ჰორაიზონსმა პროგრამული განახლება მიიღო და გეგმიური შემოწმება ჩაუტარდა.
  • 2013 წლის ივლისში აპარატმა პლუტონს ფოტო დაახლოებით 900 მილიონი კილომეტრის მანძილიდან გადაუღო.
  • 2014 წლის ივლისში ნიუ ჰორაიზონსმა სიჩქარეს მოუმატა, ხოლო აგვისტოში ნეპტუნის ორბიტაც გადალახა.[8]
  • 2015 წლის მარტში აპარატმა დედამიწიდან 4,7 მილიარდი კილომეტრის მანძილზე მორიგი მანევრი შეასრულა და გეგმიური მანევრის ჩატარების სიშორის რეკორდი დაამყარა.
  • 2015 წლის მაისში აპარატმა პლუტონს მაღალი ხარისხის ფოტოები გადაუღო და მნიშვნელოვნად აჯობა ჰაბლის მიერ მოპოვებულ სურათებს.
  • 2015 წლის 14 ივლისს აპარატი პლუტონს 12,5 ათას კილომეტრამდე მიუახლოვდა და 50 გიგაბაიტის მოცულობის ინფორმაცია შეაგროვა.
  • პლუტონისა და მისი თანამგზავრების შესახებ მოპოვებული ინფორმაცია დედამიწაზე 2016 წლის ოქტომბრამდე იგზავნებოდა.
  • პლუტონის სისტემის შესწავლის შემდეგ ნიუ ჰორაიზონსი კოიპერის სარტყელისაკენ გაემართა.
  • 2019 წლის მონაცემებით ნიუ ჰორაიზონსი პლუტონიდან 1 მილიარდი კილომეტრით იყო დაშორებული.
  • 2020 წელს აპარატზე განთავსებული ტელესკოპის მეშვეობით მეცნიერებმა პროქსიმა კენტავრიმდე და ვოლფ-359-მდე არსებული მანძილი დააზუსტეს.

აპარატის აღჭურვილობა

  • ულტრაიისფერი სპექტრომეტრი, რომლის დანიშნულებასაც პლუტონის ატმოსფეროსა და მისი ზედაპირის შესწავლა წარმოადგენდა.
  • ფართო ხედვისა და შორი მანძილების გადასაღებად განკუთვნილი კამერები: Ralph და LORRI.[9][10]
  • მზის ქარის ნაწილაკების აღმომჩენი.
  • ენერგეტიკული ნაწილაკების სპექტრომეტრი.
  • კოიპერის სარტყელში არსებული მტვერის სპექტრომეტრი.
  • რადიოსპექტრომეტრი.[11]

აპარატის სავარაუდო მომავალი

  • მოსალოდნელია, რომ მომდევნო 10-15 წლის განმავლობაში აპარატზე არსებული რადიოიზოტოპური თერმოელექტრო გენერატორი კიდევ გააგრძელებს მუშაობას და სამეცნიერო აღჭურვილობასაც მოამარაგებს.
  • 2038 წლისთვის ნიუ ჰორაიზონსი მზიდან 100 ასტრონომიული ერთეულის მანძილით იქნება დაშორებული და არსებულ ვოიაჯერებს ვარსკვლავთშორისი სივრცის შესწავლაში შეუერთდება.

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.