From Wikipedia, the free encyclopedia
რაკეტა-მატარებელი — მრავალსაფეხურიანი (2-4) ბალისტიკური რაკეტა, რომლის დანიშნულებაა კოსმოსში დედამიწის ხელოვნური თანამგზავრების, ავტომატური საპლანეტათშორისო კოსმოსური ხომალდებისა და სხვათა გაყვანა. ენერგეტიკული მახასიათებლებისა და სასარგებლო ტვირთის ორბიტაზე გაყვანის მიხედვით არის მსუბუქი (500 კგ-მდე), საშუალო (10 ტ-მდე), მძიმე (100 ტ-მდე) და ზემძიმე (100 ტ-ზე მეტი). რაკეტა-მატარებელის პირველ საფეხურებზე საწვავად უმეტესად ნავთს ან თხევად ჟანგბადს იყენებენ. მაღალი საფეხურის რაკეტულ ძრავებში — სათბობის მაღალდუღებად კომპონენტებს, აგრეთვე თხევად წყალბადსა და ჟანგბადს.
რაკეტა-მატარებლებს აქვთ შედარებით მცირე მასა და საწვავის დიდი მარაგი — 85-90% სასტარტო მასისა, რომელიც ათეულებიდან ათასეულ ტონამდე აღწევს. რაკეტა-მატარებლის მოძრაობის ხანგრძლივობა აქტიურ უბანზე შეიძლება 15-18 წთ-ს აღწევდეს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.