კლაიდ უილიამ ტომბო (დ. 4 თებერვალი, 1906 ― გ. 17 იანვარი, 1997) ― ამერიკელი ასტორნომი. 1930 წელს პლუტონი აღმოაჩინა, პირველი ობიექტი კოიპერის სარტყლიდან. აღმოჩენის დროისთვის პლუტონი პლანეტად ჩათვალეს, თუმცა 2006 წელს იგი ჯუჯა პლანეტად კლასიფიცირდა. ტომბომ აღმოაჩინა მრავალი ასტეროიდი და ამოუცნობი მფრინავი ობიექტების სამეცნიერო დონეზე შესწავლას უჭერდა მხარს.
კლაიდ ტომბო | |
---|---|
ინგლ. Clyde William Tombaugh | |
| |
დაბ. თარიღი | 4 თებერვალი, 1906[1] [2] [3] [4] [5] [6] |
დაბ. ადგილი | Streator |
გარდ. თარიღი | 17 იანვარი, 1997[1] [2] [3] [4] [5] [6] (90 წლის) |
გარდ. ადგილი | Las Cruces |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | ასტრონომი და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | ნიუ-მექსიკოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და კალიფორნიის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | კანზასის უნივერსიტეტი, ჩრდილოეთ არიზონის უნივერსიტეტი და კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჯილდოები | Jackson-Gwilt Medal |
ადრეული წლები
ტომბო 1906 წლის 4 თებერვალს სტრიტორში, ილინოისის შტატში დაიბადა. იგი ფერმერ მიურონ ტომბოსა და ადელ ქრიტონის შვილი იყო.[7] 1922 წელს მისი ოჯახი ბურდეტში, კანზასის შტატში გადასახლდა. ტომბო კოლეჯში სწავლას იმედოვნებდა, მაგრამ სეტყვის შედეგად მოსავლის განადგურების შემდეგ იმედი გაუცრუვდა.[8]
ასტრონომიული კარიერა
1926 წლიდან ტომბომ ლინზებისა და სარკეების გამოყენებით რამდენიმე ტელესკოპი ააწყო.[8] ტელესკოპის სარკეების უკეთ შესამოწმებლად, ტომბომ ნიჩბითა და წერაქვით 24 ინჩის სიგრძის, 8 ინჩის სიღრმისა და 7 ინჩის სიგანის ორმო ამოთხარა. ორმოში ჰაერის მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნება შეიძლებოდა და ქარისგანაც დაცული იყო, ხოლო ოჯახი საკვების საწყობად და თავშესაფრად იყენებდა.[9] ტომბომ ფლაგსთაფში, არიზონაში, ლოუელის ობსერვატორიას იუპიტერისა და მარსის ნახატები გაუგზავნა, რის შემდეგაც მას ობსერვატორიაში სამსახური შესთავაზეს.[10] ტომბო ობსერვატორიაში 1929 წლიდან 1945 წლამდე მუშაობდა.
პლუტონი
1930 წელს ტომბომ პლანეტა პლუტონი აღმოაჩინა. ამ აღმოჩენის შემდეგ, 1936 წელს კანზასის უნივერსიტეტში ასტრონომიაში ბაკალავრის ხარისხი, ხოლო 1938 წელს ― მაგისტრის ხარისხი მიიღო.
ლიტერატურა
- Falk, Dan, "More than a one-hit wonder", Astronomy, February 2006, 40–45.
- David H. Levy, Clyde Tombaugh: Discoverer of the Planet Pluto (Tucson, Ariz.: University of Arizona Press, 1991). ISBN 0816511489; also Sky Publishing Corporation, March 2006.
რესურსები ინტერნეტში
- Clyde Tombaugh papers at New Mexico State University
- Many biographical articles on Clyde Tombaugh
- Stern, S. Alan (February 27, 1997). „Clyde Tombaugh (1906–97) Astronomer who discovered the Solar System's ninth planet“. Nature. 385 (6619): 778. Bibcode:1997Natur.385..778S. doi:10.1038/385778a0.
- Biography, Interviews, Photo Gallery of Clyde Tombaugh, achievement.org
- Illinois proposes a Pluto Day and reinstate Pluto as a Planet in honor of C. Tombaugh: Illinois General Assembly, Senate Resolution SR0046 2/26/2009
სქოლიო
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.