ნიკოლოზ (ნიკო) მიხეილის ძე ლეკიშვილი (დ. 20 აპრილი, 1947, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი და დიპლომატი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2019).
ნიკო ლეკიშვილი | |
თბილისის მერი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
16 ოქტომბერი, 1993 – 8 დეკემბერი, 1995 | |
პრეზიდენტი | ედუარდ შევარდნაძე |
წინამორბედი | კოტე გაბაშვილი |
მემკვიდრე | ბადრი შოშიტაიშვილი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
8 დეკემბერი, 1995 – 26 ივლისი, 1998 | |
პრეზიდენტი | ედუარდ შევარდნაძე |
წინამორბედი | ბაკურ გულუა (როგორც პრემიერ-მინისტრის მ.შ.) ოთარ ფაცაცია (როგორც პრემიერ-მინისტრი) |
მემკვიდრე | ვაჟა ლორთქიფანიძე |
დაბადებული | 20 აპრილი, 1947 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | საქართველოს მოქალაქეთა კავშირი |
რელიგია | მართლმადიდებელი ქრისტიანი |
ბიოგრაფია
1970 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ხოლო 1989 წელს მოსკოვის საზოგადოების მართვის აკადემია. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის თბოენერგეტიკის კათედრაზე, კომკავშირის თბილისის პირველი მაისის რაიკომის I მდივნად, კომკავშირის თბილისის საქალაქო კომიტეტის I მდივნად, რაიაღმასკომის თავმჯდომარედ, კპ-ს თბილისის პირველი მაისის რაიკომის I მდივნად, კპ-ს თბილისის საქალაქო კომიტეტის I მდივნად, თბილისის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარედ; 1993 - 1995 წლებში იყო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე, 1993-1995 წლებში იყო თბილისის მერი. 1995-1998 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის დიდუბის მაჟორიტარი), 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (ამბროლაურის მაჟორიტარი) და 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი .
ლიტერატურა
- ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. თბ., 1999
რესურსები ინტერნეტში
- ნიკო ლეკიშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ნიკო ლეკიშვილი — საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი
- ნიკო ლეკიშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
- ნიკოლოზ ლეკიშვილის ბიოგრაფია
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.