From Wikipedia, the free encyclopedia
კონსტანტინე ვლადიმერის ძე გაბაშვილი (დ. 26 სექტემბერი, 1948, თბილისი) — ქართველი დიპლომატი, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი. გოკა გაბაშვილის მამა.[1]
კოტე გაბაშვილი | |
თბილისის მერი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
21 იანვარი, 1993 – 16 ოქტომბერი, 1993 | |
პრეზიდენტი | ედუარდ შევარდნაძე |
წინამორბედი | ოთარ ლითანიშვილი |
მემკვიდრე | ნიკოლოზ ლეკიშვილი |
დაბადებული | 26 სექტემბერი, 1948 თბილისი, საქართველოს სსრ |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | საქართველოს მოქალაქეთა კავშირი |
შვილები | გოკა გაბაშვილი |
რელიგია | მართლმადიდებლობა |
1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სემიტოლოგიის განყოფილება. 1971-1993 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტი, უმცროსი და უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი. 1989-1991 წლებში იყო განათლების მინისტრის მოადგილე. 1992-1993 წლებში — განათლების მინისტრი. 1993 წელს თბილისის მერი. 1993-2004 წლებში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში. 2001-2004 წლებში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთში. 2008-2012 წლებში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიაში, მალტასა და სან-მარინოში. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო და პუბლიცისტური წერილები. 1975 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „სემანტიკური კვლევის საკითხები“. პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი.
1992 წლის 4 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთობა“. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.