![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/9c/Niamey_night.jpg/640px-Niamey_night.jpg&w=640&q=50)
ნიამეი
From Wikipedia, the free encyclopedia
ნიამეი (ფრანგ. Niamey) — ნიგერის დედაქალაქი და უმსხვილესი ქალაქი. გაშენებულია მდინარე ნიგერზე, თუმცა თავდაპირველად მხოლოდ მის აღმოსავლეთ ნაპირზე დაარსდა. წარმოადგენს ნიგერის ადმინისტრაციულ, კულტურულ და ეკონომიკურ ცენტრს. 2006 წელს ნიამეის მოსახლეობა 774 235 ადამიანს შეადგენდა, თუმცა 2012 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით ეს რიცხვი 978 029 ადამიანს აღწევს.[1] 1926-1960 წლებში იყო საფრანგეთის სამფლობელო ნიგერის ადმინისტრაციული ცენტრი, ხოლო 1960 წლიდან ნიგერის დედაქალაქია.
დედაქალაქი | |
---|---|
ნიამეი ფრანგ. Niamey | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
შიდა დაყოფა | 5 კომუნა, 44 რაიონი, 99 კვარტალი |
კოორდინატები | 13°31′17″ ჩ. გ. 2°06′19″ ა. გ. |
ქალაქის მერი | Barry Bibata Niandou |
დაარსდა | 1890 |
ფართობი | 239,30 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 207 მ |
მოსახლეობა | 978 029 კაცი (2012) |
სიმჭიდროვე | 4087,04 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+1 |
ქალაქში განვითარებულია დამუშავებითი მრეწველობა, აწარმოებენ აგურს, კერამიკას, ცემენტს და ქსოვილებს. ქალაქი სატრანსპორტო კვანძია, იქ მდებარეობს საფეიქრო ფაბრიკა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სავაჭრო ცენტრი, ფუნქციონირებს უნივერსიტეტი. ქალაქთან ახლოს მდებარეობს თბოელექტროსადგური და საერთაშორისო აეროპორტი.