ნალუთი (არაბ. نالوت) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ ლიბიაში, ნალუთის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.[1] ძირითადად დასახლებულია ბერბერებით.
ქალაქი | |
---|---|
ნალუთი არაბ. نالوت | |
ქსარ-ნალუთი | |
ქვეყანა | ლიბია |
რეგიონი | ტრიპოლიტანია |
რაიონი | ნალუთი |
კოორდინატები | 31°52′06″ ჩ. გ. 10°58′57″ ა. გ. |
ფართობი | 314 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 632 მ |
მოსახლეობა | 26 256 კაცი (2010) |
სასაათო სარტყელი | UTC+2 |
მდებარეობს ტრიპოლისა და ღადამესს შორის, დაახლოებით შუაგზაზე, ნაფუსის სანაპირო მთების დასავლეთ დაბოლოებაზე, ტრიპოლიტანიის რეგიონში.
ისტორია
ნალუთში მდებარეობს ქსარ-ნალუთი — ქალაქის უძველესი ქსარი და ალულას მეჩეთი, რომელიც 1312 წელს აშენდა.
ლიბიის სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას, გაანადგურეს ქალაქის მოედანზე აღმართული მუამარ კადაფის მწვანე წიგნის მონუმენტი.
2011 წლის აპრილის ბოლოს, ქალაქში ამოქმედდა რადიო „თავისუფალი ნალუთი“.[2] ის ერთ ერთი იყო აჯანყებულების მიერ სამოქალაქო ომის პერიოდში ქვეყანაში დაარსებული რამდენიმე რადიოსადგურიდან. მაუწყებლობდა ბერბერულ ენაზე.
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.