ნათლია (ფილმი)
1972 წლის კინოფილმი, რომლის რეჟისორია ფრენსის ფორდ კოპოლა / From Wikipedia, the free encyclopedia
„ნათლია“ (ინგლ. The Godfather) — 1972 წლის ფრენსის ფორდ კოპოლას ოსკარის მფლობელი ფილმი, რომელიც გადაღებულია 1969 წლის ამავე სახელწოდების, მარიო პიუზოს წიგნის მიხედვით. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მარლონ ბრანდო და ალ პაჩინო. მოთხრობილია კორლეონეს კრიმინალური ოჯახის შესახებ. „ნათლია“ მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე შესანიშნავ და გავლენიან ფილმად მსოფლიო კინოში[2][3]. ამერიკული კინოს ინსტიტუტის მიერ მიჩნეულია მეორე საუკეთესო ფილმად ამერიკულ კინოში[4]; ასევე მეორე ადგილი უკავია კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზის (IMDb) ვერსიით[5].
„The Godfather ნათლია“ | |
---|---|
რეჟისორი | ფრენსის ფორდ კოპოლა |
პროდიუსერი | ალბერტ ს. რუდი |
სცენარისტი | მარიო პიუზო, ფრენსის ფორდ კოპოლა |
ნაწარმოები |
ნათლია — მარიო პიუზო |
როლებში |
მარლონ ბრანდო ალ პაჩინო ჯეიმზ კაანი რობერტ დიუვალი დაიანა კიტონი |
კომპოზიტორი |
ნინო როტა კარმინ კოპოლა |
ოპერატორი | გორდონ უილისი |
მონტაჟი |
ვილიამს ჰ. რეინოლდსი პიტერ ზინერი |
დისტრიბუტორი | Paramount Pictures |
გამოსვლის თარიღი |
15 მარტი, 1972 (აშშ) 1 ნოემბერი, 1972 (ავსტრალია) |
ხანგრძლივობა | 175 წთ. |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | $6.5 მილიონი[1] |
შემოსავალი | $286 მილიონი |
შემდეგი | ნათლია II |
გამოსვლის შემდეგ, ფილმი 1975 წლამდე ინარჩუნებდა ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმის სტატუსს, ვიდრე მისი რეკორდი ფილმმა „ყბები“ არ დაამხო[6]. „ნათლიამ“ მოიგო სამი ოსკარი, — საუკეთესო სურათის, საუკეთესო მსახიობი მამაკაცისა (ბრანდო) და საუკეთესო ადაპტირებული სცენარის კატეგორიებში, ხოლო ექვს სხვა კატეგორიაში ოსკარის ნომინაცია მიიღო. ფილმს მოჰყვა ორი გაგრძელება: „ნათლია II“ (1974) და „ნათლია III“ (1990).