მარლონ ბრანდო
ამერიკელი მსახიობი და აქტივისტი / From Wikipedia, the free encyclopedia
მარლონ ბრანდო, უმც. (ინგლ. Marlon Brando; დ. 3 აპრილი, 1924 — გ. 1 ივლისი, 2004) — ოსკაროსანი ამერიკელი მსახიობი, რომელიც საყოველთაოდ მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს კინომსახიობად ითვლება. მან გაუწია პოპულარიზაცია სტანისლავსკის სისტემას და მეთოდურ შესრულებას (ხშირად შეცდომით ერთ ტექნიკად მოიხსენიება) ფილმებში „ტრამვაი სახელად სურვილი“ და „ნავსადგურში“ ორივე მათგანი ელია კაზანის რეჟისორობით დაიდგა ადრეულ 1950-იანებში. მის სამსახიობო სტილს, 1950-იანების ჰოლივუდში დაუინტერესებელი პერსონის საზოგადოებრივ იმიჯთან შეხამებით, უდიდესი გავლენა ჰქონდა მსახიობთა მთელ თაობაზე; მათ შორის იყვნენ ჯეიმზ დინი, პოლ ნიუმანი, რობერტ დე ნირო,ალენ დელონი, ალ პაჩინო,ელვის პრესლი, შონ პენი, რასელ ქროუ, ჯეკ ნიკოლსონი და განსაკუთრებით ჯონი დეპი, რომელიც მისი პირადი პატრონაჟის ქვეშ იმყოფებოდა.
მარლონ ბრანდო | |
---|---|
დაბადების სახელი | მარლონ ბრანდო უმცროსი |
დაბადების თარიღი |
3 აპრილი, 1924 ნებრასკა, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
1 ივლისი, 2004 (80 წლის) ლოს-ანჯელესი, აშშ |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური |
1944–1980 1989-2004 |
ოსკარი |
საუკეთესო მსახიობი კაცი |
ოქროს გლობუსი |
საუკეთესო მსახიობი კაცი დრამაში |
BAFTA |
საუკეთესო მსახიობი კაცი |
სხვა ჯილდოები |
კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო მსახიობი კაცისთვის |
საიტი |