ნავთლუღი — ძველი უბანი თბილისში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სამგორის რაიონში, სახელწოდება თურქულია და ნავთის ადგილს, სანავთეს ნიშნავს (ნავთობის სიმცირის გამო სარეწაო მნიშვნელობა არ ჰქონდა).
„ხოლო ტფილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით არს ნავთლუხი. მუნ დის ნავთი, კიდესა მტკვრისასა, არამედ წყლის სიახლოვით მრავალი არ იღების.“ | |
(ვახუშტი ბატონიშვილი, „საქართველოს გეოგრაფია“, 1904, გვ. 73-74) |
XVIII საუკუნის 60-იან წლებში მეფე ერეკლე II-მ აქ ციხე-გალავანი ააგო და გაპარტახებული ნავთლუღი ხელმეორედ დასახლდა. 1770 წლიდან ნავთლუღს უწოდებდნენ ერეკლეს ციხესაც. ნავთლუღზე გადიოდა აღმოსავლეთისაკენ მიმავალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო-სატრანზიტო გზა (ე. წ. კახეთის გზა). ნავთლუღის ტერიტორიაზე შემორჩენილია წმინდა ბარბარეს სახელობის 2 ეკლესია; ერთი შუა საუკუნეებისა (ახლანდელი სახე XIX საუკუნეში მიეღო) — ნავთლუღის სასაფლაოს წმინდა ბარბარეს ეკლესია, მეორე — XIX საუკუნის II ნახევრისა. სასაფლაოს ტერიტორიაზე შემორჩენილია ერეკლეს ციხის ნანგრევების ნაშთები.[1]
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- ბერიძე თ., ძველი თბილისის გარეუბნების ისტორია, თბ., 1977;
- ბერიძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 288-289.
სქოლიო
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.