![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/30/Map_of_Japan_with_highlight_on_42_Nagasaki_prefecture.svg/langka-640px-Map_of_Japan_with_highlight_on_42_Nagasaki_prefecture.svg.png&w=640&q=50)
ნაგასაკის პრეფექტურა
From Wikipedia, the free encyclopedia
ნაგასაკის პრეფექტურა (იაპ. 長崎県) — პრეფექტურა იაპონიაში, რომელიც მდებარეობს კიუსიუზე. [1] ნაგასაკის პრეფექტურის მოსახლეობა შეადგენს 1 314 078 (2020 წლის 1 ივნისის მონაცემებით) და მას უჭირავს 4 130 კვადრატული კილომეტრის ფართობი. ნაგასაკის პრეფექტურას ესაზღვრება საგის პრეფექტურა - ჩრდილო-აღმოსავლეთით.
ნაგასაკის პრეფექტურა 長崎県 | |
---|---|
![]() ნაგასაკის პრეფექტურა იაპონიის რუკაზე | |
მდებარეობა | |
ქვეყანა | იაპონია |
რეგიონი | კიუსიუ |
კუნძული | კიუსიუ |
კოორდინატები | 33°58′ ჩ. გ. 129°48′ ა. გ. |
ინფორმაცია | |
ადმინისტრაციული ცენტრი | ნაგასაკი |
ISO 3166-2:JP | JP-42 |
სტატისტიკა | |
ფართობი | 4 130.88 კმ² (42) |
მოსახლეობა | (2020) |
სულ | 1 314 078 ად. (27) |
სიმჭიდროვე | 320 ად./კმ² |
რაიონი | 4 |
მუნიციპალიტეტი | 21 |
სიმბოლიკა
![]() პრეფექტურის ემბლემა | |
ხე | Chamaecyparis pisifera |
ყვავილი | Rhododendron serpyllifolium |
ფრინველები | Aix galericulata |
ადმინისტრაცია | |
გუბერნატორი | ჰოდო ნაკამურა |
ოფიციალური საიტი (იაპონური) |
ნაგასაკი არის ნაგასაკის პრეფექტურის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. პრეფექტურის სხვა, მსხვილ ქალაქებს შორისაა: სასებო, ისაჰაია და ემურა.[2] ნაგასაკის პრეფექტურა მდებარეობს კიუსიუს დასავლეთ ნაწილში. ტერიტორია შედგება მრავალი ნახევარკუნძულისგან, რომლებიც ომურას ყურის გარშემო მდებარეობს. ის აგრეთვე ,ოიცავს კუნძულებსა და არქიპელაგებს, რომელთა შორისაცაა ცუშიმა და იკი, რომლებიც კორეის სრუტეში მდებარეობენ. პრეფექტურას ასევე ეკუთვნის გოტოს კუნძულები აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში . ნაგასაკის პრეფექტურა ცნობილია ევროპელებთან საუკუნოვანი სავაჭრო ისტორიით და საკოკუს პერიოდში იაპონიასა და გარესამყაროს შორის პირდაპირი ვაჭრობისა და გაცვლის ერთადერთ ადგილის სახელით. ნაგასაკის პრეფექტურაში მდებარეობს ნაგასაკის რეგიონის რამდენიმე დამალული ქრისტიანული ადგილი, რომლებიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლადაა აღიარებული.