From Wikipedia, the free encyclopedia
ნაგასაკი[2] (იაპონ. 長崎市) — ქალაქი იაპონიაში, კუნძულ კიუსიუს დასავლეთ ნაწილში, ნაგასაკის ყურესთან. ნაგასაკის პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი.[2][3] ფართობი — 406,35 კმ²,[4] მოსახლეობა — 419 728 კაცი (2018).[5]
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ნაგასაკი იაპონ. 長崎 | |||||
ნაგასაკის პანორამა | |||||
| |||||
ქვეყანა | იაპონია | ||||
დაქვემდებარება | ნაგასაკის პრეფექტურა | ||||
კოორდინატები | 32°47′00″ ჩ. გ. 129°52′00″ ა. გ. | ||||
მმართველი | Shirō Suzuki | ||||
დაარსდა | 1 აპრილი, 1889 | ||||
ფართობი | 406.35 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 105 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 425,723 კაცი (2017) | ||||
სიმჭიდროვე | 1,000 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+09:00 | ||||
სატელეფონო კოდი | 95 | ||||
საფოსტო ინდექსი | 850-0002–852-8154[1] | ||||
ოფიციალური საიტი | https://www.city.nagasaki.lg.jp/ | ||||
ნაგასაკი არის დიდი სავაჭრო-სამგზავრო ნავსადგური. საზღვაო თევზჭერის ბაზა. გემთმშენებლობისა და გემების შეკეთების დიდი ცენტრი. გარდა ამისა, განვითარებულია კვების, მეტალურგიული, საფეიქრო, ნავთობქიმიური და ხე-ტყის სახერხი მრეწველობა. ნაგასაკის მახლობლად არის ქვანახშირის აუზი.[3]
ქალაქი დაარსდა მეთევზეთა დასახლების ადგილას. ცნობილია XII საუკუნიდან. XVI–XVII საუკუნეებში იყო პორტუგალიის ფაქტორია. ე. წ. გარესამყაროსგან იაპონიის იზოლირების პერიოდში (1636–1854 წწ.) ერთადერთი ნავსადგური იყო, რომლის მეშვეობითაც ნაგასაკს შეზღუდული ვაჭრობა ჰქონდა ჰოლანდიასა და ჩინეთთან. XIX საუკუნიდან სამხედრო გემთმშენებლობის ცენტრი იყო.[3]
ნაგასაკი მეორე ქალაქია მსოფლიოში, რომელიც ბირთვული იარაღის მსხვერპლი გახდა. ატომური დაბომბვა განახორციელა აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა მეორე მსოფლიო ომის მიწურულს — 1945 წლის 9 აგვისტოს. შედეგად ქალაქის მესამედი დაინგრა, დაახლოებით 75 ათასი ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.[3]
ნაგასაკი ბაღებითა და პარკებით მდიდარი, თავისუფლად განაშენიანებული ქალაქია. ხუროთმოძღვრების ძეგლთაგან შემონახულია სუვას სინტოისტური სამლოცველო (XVI საუკუნე), სოფუკუძისა და კოფუკუძის ბუდისტური სატაძრო ასამბლები (ორივე XVII საუკუნისაა), მეგანებასის ხიდი (თარიღდება 1634 წლით); XIX–XX საუკუნის ევროპული ტიპის კათოლიკური ეკლესიები. ახალ ნაგებობათაგან აღსანიშნავია მშვიდობის პარკი, სადაც საერთაშორისო კულტურის ცენტრის შენობა დგას (1955, არქიტექტორი ტაკეო სატო და სხვ.), მშვიდობის მონუმენტი (1955, მოქანდაკე კიტიმურა სეიბო) და სხვ.[3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.