![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/75/Murad_I.jpg/640px-Murad_I.jpg&w=640&q=50)
მურად I
From Wikipedia, the free encyclopedia
მურად I ხუდავენკიარი (ღვთის სადარი) (ოსმ. مراد اول - Murâd-ı evvel, თურქ. Birinci Murat; დ. 29 ივნისი, 1326 — გ. 15 ივნისი, 1389) — ოსმალეთის სულთანი 1362–1389 წლებში, ორჰანის მეორე ვაჟი ბიზანტიის დედოფლისგან.
სწრაფი ფაქტები ოსმალეთის მე-3 სულთანი, მმართ. დასაწყისი: ...
მურად I | |
---|---|
مراد اول | |
![]() | |
ოსმალეთის მე-3 სულთანი | |
მმართ. დასაწყისი: | მარტი, 1362 |
მმართ. დასასრული: | 15 ივნისი, 1389 |
წინამორბედი: | ორჰან I |
მემკვიდრე: | ბაიაზიდ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 29 ივნისი, 1326 |
დაბ. ადგილი: | ამასია |
გარდ. თარიღი: | 15 ივნისი, 1389 |
გარდ. ადგილი: | კოსოვო |
მეუღლე: |
გიულჩიჩექ ხათუნი თამარა ხათუნი ფაშა მელექ ხათუნი მარია ხათუნი |
შვილები: |
იაქუბი ბაიაზიდ I სავჯი ბეი იბრაჰიმ ბეი იაჰში ბეი ჰალილ ბეი ნეფისე ხათუნი სულთან ხათუნი |
დინასტია: | ოსმანები |
მამა: | ორჰან I |
დედა: | ნილიუფერ ხათუნი |
რელიგია: | ისლამი |
ხელმოწერა: |
|
დახურვა
1362 წელს დაიპყრო მთელი თრაკია, 1365 წელს სახელმწიფოს დედაქალაქად ადრიანოპოლისი გახადა და დააარსა იანიჩართა კორპუსი. სერბები, ვლახები და ბულგარები საკუთარი ნებით გახდნენ მისი ვასალები. 1383 წელს მიიღო სულთნის ტიტული. ალე-ბეგ კონიელზე 1386 წელს გამარჯვებით მისი მმართველობის ქვეშ მოექცა მთელი მცირე აზია. კოსოვოს ველზე დაამარცხა სერბების, ალბანელებისა და ვლახების გაერთიანებული არმია, თუმცა დაიღუპა მილოშ ობილიჩის ხელით, რომელიც მალულად შეიპარა მის კარავში. გარდაცვალების შემდეგ ის ოსმალთა ტახტზე შეცვალა მისმა ვაჟმა ბაიეზიდმა.