მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფიფა-ს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი — ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის წევრი ქვეყნების მამაკაცთა ეროვნული საფეხბურთო გუნდების საერთაშორისო შეჯიბრი. ღონისძიება ტარდება 1930 წლიდან ოთხწლიანი შუალედით, გარდა 1942 და 1946 წლებისა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის გამო არ ჩატარებულა. მოქმედი ჩემპიონია არგენტინა.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
ფიფა-ს მსოფლიო თასი | |
დაარსდა | 1930 |
---|---|
რეგიონი | საერთაშორისო |
გუნდების რაოდენობა |
32 (ფინალურ ეტაპზე) 209 (საკვალიფიკაციო ეტაპზე) |
ყველაზე ტიტულ. გუნდი | ბრაზილია (5 წოდება) |
მოქმედი გამარჯვებული | არგენტინა (მესამე წოდება) |
ვებ-საიტი | ოფიციალური საიტი |
ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდები სამი წლის განმავლობაში (ევროპაში თითქმის ორი წელი) მიმდინარეობს. ტურნირის ფინალურ ფაზაში, მასპინძელი ქვეყნის სტადიონებზე, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში 32 (2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან იქნება 48) ეროვნული გუნდი ეჯიბრება ერთმანეთს.
დღემდე ჩატარებულ 22 ჩემპიონატში რვა ქვეყანამ შეძლო მსოფლიო თასის მოპოვება. ამჟამად ლიდერობს ბრაზილია, რომელიც ტურნირის ხუთგზის გამარჯვებულია, მას მოჰყვებიან იტალია და გერმანია ოთხი გამარჯვებით. სამჯერ გამარჯვებული აქვს არგენტინას, ორჯერ გაიმარჯვეს ურუგვაიმ, და საფრანგეთმა, ხოლო თითო გამარჯვება აქვთ ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებებს.
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს მსოფლიოში, 2022 წლის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს 1,5 მილიარდზე მეტი ადამიანი ადევნებდა თვალყურს ტელევიზიით.[1]