Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
მორონი — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, სიეგო-დე-ავილის პროვინციაში. მორონი უახლოესი ქალაქია ტურისტულ კურორტ კაიო-კოკო და კაიო-გილერმომდე.
მუნიციპალიტეტი | |
---|---|
მორონი Morón | |
ქვეყანა | კუბა |
პროვინცია | სიეგო-დე-ავილის პროვინცია |
კოორდინატები | 22°06′39″ ჩ. გ. 78°37′40″ დ. გ. |
დაარსდა | 24 მაისი, 1543 |
ფართობი | 615 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 5 მ |
მოსახლეობა | 60 612 კაცი (2004) |
სიმჭიდროვე | 98,6 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC-5 |
სატელეფონო კოდი | +53-43 |
საფოსტო ინდექსი | 67210 |
მუნიციპალიტეტი მდებარეობს ქალაქ სიეგო-დე-ავილის ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით ესაზღვრება ბოლივიის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით — ჩამბასის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით — ბუენა-ვისტას უბე და ხარდინეს-დელ-რეის არქიპელაგი, სამხრეთით კი სირო-რედნონდოს მუნიციპალიტეტი. რელიეფი ძირითადად ვაკიანია, ჩრდილოეთში არსებული პატარა ბორცვებით, რომლებიც მარილის გუმბათებისგან წარმოიქმნება.
მორონში მდებარეობს კუბის უდიდესი ბუნებრივი წლის მარაგი — ლაგუნა-დე-ლეჩეს ტბა (67,2 კმ²). ქალაქზე გაივლის ჩრდილოეთის ავტომაგისტრალი (კარეტერა-დელ-ნორტე).
წარსულში მუნიციპალიტეტი ბევრად დიდი იყო და მიეკუთვნებოდა კამაგუეის პროვინციას.
მთავარი ეკონომიკური საქმიანობაა სოფლის მეურნეობა და ტურიზმი.
2004 წელს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 60 612 ადამიანს შეადგენდა.[1] 615 კმ² ფართობზე მოსახლეობის სიმჭიდროვე იყო 98,6 ადამიანი კმ²-ზე.[2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.