მომხმარებელი:გიგა/სავარჯიშო2
From Wikipedia, the free encyclopedia
„ქართული ფილმი“, ს/ს — ქართული კინოკონცერნი. დაარსდა 1921 წელს განათლების სახალხო კომისარიატთან (განსახკომთან) არსებული კინოსექციის ბაზაზე. თავისი ამჟამინდელი სახელწოდება 1953 წლიდან აქვს. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით (1944 წ.).
ქართული ფილმი | |
კინოსტუდიის კომპლექსის ერთ-ერთი შენობა | |
ტიპი: | დახურული სააქციო საზოგადოება |
დაფუძნდა: | 1921 წელს |
მდებარეობა: | თბილისი, საქართველო |
წამყვანი: | არჩილ გელოვანი, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ნაცლიშვილი, |
დარგი: | კინემატოგრაფია |
პროდუქცია: | კინოფილმები |
ვებ-გვერდი: | http://www.georgianfilm.ge/ |
„ქართული ფილმის“ თითქმის 90 წლიანი ისტორიის მანძილზე შექმნილია 800-მდე სრულმეტრაჟიანი მხატვრული, სატელევიზიო თუ მოკლემეტრაჟიანი ფილმი, 600-მდე დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარი ფილმი და 500-მდე ანიმაციური და თოჯინური ფილმი.
კინოკომპანია „ქართული ფილმში“ დასაბამიდან დღემდე მოღვაწეობდნენ მსოფლიოში აღიარებული ისეთი კინემატოგრაფისტები, როგორებიც არიან ალექსანდრე წუწუნავა, ალექსანდრე დიღმელოვი, კოტე მარჯანიშვილი, ვლადიმერ ბარსკი, ივანე პერესტიანი, მიხეილ კალატოზოვი, ნიკოლოზ შენგელაია, მიხეილ ჭიაურელი, დავით რონდელი, ვახტანგ ტაბლიაშვილი, ნიკოლოზ სანიშვილი, რევაზ ჩხეიძე, ოთარ იოსელიანი, ელდარ შენგელაია, ლანა ღოღობერიძე, სერგო ფარაჯანოვი, გიორგი შენგელაია, თენგიზ აბულაძე, ირაკლი კვირიკაძე, ნანა ჯორჯაძე, თემურ ბაბლუანი და სხვები.
„ქართული ფილმის“ მიერ შექმნილმა კინოპროდუქციამ აღიარება მოიპოვა მსოფლიოს თითქმის ყველა პრესტიჟულ კინოფესტივალსა, თუ ფორუმზე: კანი, ბერლინალე, ობერჰაუზენი, ვენეცია, რომი და სხვა.[1]