From Wikipedia, the free encyclopedia
ლანა ღოღობერიძე (დ. 13 ოქტომბერი, 1928, თბილისი) — ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1979), პირველი ქართველი ქალი რეჟისორის, ნუცა ღოღობერიძის შვილი.
ლანა ღოღობერიძე | |
---|---|
2021 წლის ფესტივალზე „ხიდი: ციურიხი–თბილისი“ ქ. ციურიხში | |
დაბადების თარიღი |
13 ოქტომბერი, 1928 თბილისი |
რეზიდენცია | თბილისი |
საქმიანობა | კინორეჟისორი |
აქტიური | 1957- |
მეუღლე(ები) | ლადო ალექსი-მესხიშვილი |
შვილ(ებ)ი | ნუცა ალექსი-მესხიშვილი |
მშობლები |
მამა: ლევან ღოღობერიძე დედა: ნუცა ღოღობერიძე |
ლანა ღოღბერიძის ოჯახი იყო რეპრესირებული საბჭოთა კავშირის მიერ. მისი მამა, ბოლშევიკი ლევან ღოღობერიძე დახვრიტეს 1937 წელს სამშობლოს ღალატის ბრალდებით, ხოლო დედა — ნუცა ღოღობერიძე — გადასახლებული იყო, როგორც სამშობლოს მოღალატის ცოლი. 1940-იან წლებში ნუცა ღოღობერიძე დაბრუნდა გადასახლებიდან. დედის გადასახლებისგან მიღებული ტრავმა მოგვიანებით ლანა ღოღობერიძემ ასახა საკუთარ ფილმებში.
ლანა ღოღობერიძემ 1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, შემდეგ კი ისწავლა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში კინემატოგრაფიის ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა 1959 წელს. 1954 წელს მიიღო ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება. ავტორია მონოგრაფიისა (1955 წ.) უოლტ უიტმენის შესახებ. ნათარგმნი აქვს უოლტ უიტმენის, რაბინდრანათ თაგორის, ედგარ ალან პოს, ვერლენის, ახმატოვას, პასტერნაკის ლექსები.
1957 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. 1958 წელს გადაიღო დოკუმენტური ფილმები „გელათი“ და „თბილისი 1500 წლისაა“. მის პირველ მხატვრულ ფილმში „ერთი ცის ქვეშ“ (1961) გაერთიანებულია სამი ნოველა, რომლებშიც XX საუკუნის სხვადასხვა პერიოდის ქართველ ქალთა სახეებია მოცემული. ასევე ქალის ბედს ეხება მისი მეორე ფილმი „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ სადაც მთავარი როლი მსახიობმა სოფიკო ჭიაურელმა შეასრულა.
1975 წლიდან რუსთაველის თეატრის რეჟისორთა სტუდიას ხელმძღვანელობდა. 1981 წელს ი. კვაჭაძესთან ერთად გადაიღო დოკუმენტური ფილმი „წერილები შვილებს“. ხოლო 1988 წლიდან კი სტუდია ქართული ფილმის დირექტორი იყო. თავისი თემის ერთგული დარჩა ლანა ღოღობერიძე ფილმებშიც: „დღეს ღამე უთენებია“ (1983), „ორომტრიალი“ (1986) და „ვალსი პეჩორაზე“ (1992).
1992 წელს იყო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი.[1] 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ერთობა“. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ სიით. 1999 წლიდან იყო საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ევროპის საბჭოში. 2004 წელს საფრანგეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა.
ლანა ღოღობერიძე არის ყველა იმ ფილმის სცენარის თანაავტორი, რომლის რეჟისორიცაა:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.