მოლდოვა
From Wikipedia, the free encyclopedia
მოლდოვა (რუმ. Moldova), ოფიციალურად მოლდოვის რესპუბლიკა (რუმ. Republica Moldova) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო[10] აღმოსავლეთ ევროპაში. რუმინეთსა და უკრაინას შორის. რუმინეთი მას დასავლეთიდან ესაზღვრება, უკრაინა კი ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან. დედაქალაქია კიშინიოვი.
ტერმინს „მოლდოვა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მოლდოვა (მრავალმნიშვნელოვანი). |
მოლდოვის რესპუბლიკა Republica Moldova მოლდოვა |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
ჰიმნი: Limba Noastră ჩვენი ენა |
||||||
მოლდოვის მდებარეობა ევროპაში
|
||||||
დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი | კიშინიოვი 47°00′ ჩ. გ. 28°55′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | რუმინული[1][2][3] | |||||
ეთნოქორონიმი | მოლდოველი | |||||
მთავრობა | უნიტარული საპარლამენტო რესპუბლიკა |
|||||
- | პრეზიდენტი | მაია სანდუ | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | ნატალია გავრილიცა | ||||
- | პარლამენტის პრეზიდენტი | ანდრიან კანდუ | ||||
საკანონმდებლო ორგანო | პარლამენტი | |||||
დამოუკიდებლობა სსრკ-სგან | ||||||
- | სუვერენიტეტის გამოცხადება | 23 ივნისი, 1990 | ||||
- | დამოუკიდებლობის გამოცხადება | 27 აგვისტო, 1991[ა] | ||||
- | კონსტიტუციის მიღება | 29 ივლისი, 1994 | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 33 846 კმ2 (138-ე) | ||||
- | წყალი (%) | 1.4 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2014 შეფასება | 3 557 600[4] (დნესტრისპირეთის გარეშე) (133-ე) |
||||
- | 2004 აღწერა | 3 383 332[5] (დნესტრისპირეთის გარეშე) 3,938,679[6] (დნესტრისპირეთის ჩათვლით) |
||||
- | სიმჭიდროვე | 105 კაცი/კმ2 (101-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2013 შეფასება | |||||
- | სულ | $13.299 მილიარდი[7] | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $3736[7] | ||||
მშპ (ნომინალი) | 2013 შეფასება | |||||
- | სულ | $7.935 მილიარდი[7] | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $2229[7] | ||||
ჯინი (2010) | 33.0[8] საშუალო |
|||||
აგი (2013) | 0.663[9] საშუალო · 114th |
|||||
ვალუტა | მოლდოვური ლეი (MDL ) |
|||||
სასაათო სარტყელი | UTC+02:00 (UTC+2) | |||||
- | ზაფხული (DST) | UTC+03:00 (UTC+3) | ||||
მოძრაობა | მარჯვენა | |||||
სატელეფონო კოდი | +373 | |||||
მფარველი წმინდანი | წმინდა გიორგი | |||||
ინტერნეტ-დომენი | .md | |||||
ა. | ^ გამოცხადების თარიღი. დამოუკიდებლობა საბოლოოდ დასრულდა 1991 წლის დეკემბერში სსრკ-ის დაშლასთან ერთად. |
სსრკ-ის დაშლის პერიოდში, 1991 წელს მოლდოვამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა იმავე საზღვრებში, რაც მოლდავეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკას ეკავა. მიუხედავადა ამისა, 1990 წლიდან ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორია მდინარე დნესტრის აღმოსავლეთ ნაპირზე დე ფაქტო დამოუკიდებელი, თვითგამოცხადებული ტერიტორიის სახით არსებობს, დნესტრისპირეთის ადმინისტრაციის ქვეშ. 1994 წლის 29 ივლისს მიღებულ იქნა ქვეყნის ახალი კონსტიტუცია.
დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, დაეცა სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო სექტორი, თუმცა მომსახურების სექტორის ფარდობითი წილი ქვეყნის ეკონომიკაში თანდათან გაიზარდა და ამჟამად ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 60 %-ს აწარმოებს. მიუხედავად ამისა, მოლდოვა დღემდე ევროპის უღარიბეს სახელმწიფოდ რჩება.[10][11]
მოლდოვა პოლიტიკური მოწყობით საპარლამენტო რესპუბლიკაა, სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, ხოლო აღმასრულებელ ხელისუფლების — პრემიერ-მინისტრი. ქვეყანა გაწევრიანებულია: გაეროში, ევროსაბჭოში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, ეუთოში, სუამში, დსთ-ში, ბისეკში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. მოლდოვა მიისწრაფვის ევროკავშირში შესვლისკენ[12] და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის პროექტის ფარგლებში მიღებული აქვს სამწლიანი სამოქმედო გეგმა.[13]