From Wikipedia, the free encyclopedia
მიკოლა გურიევიჩ კულიში (უკრ: Микола Гурович Куліш; დ. 18 დეკემბერი, 1892 ― 3 ნოემბერი, 1937) ― უკრაინელი დრამატურგი, ჟურნალისტი და პედაგოგი, პირველი მსოფლიო ომის ვეტერანი. ითვლება „დახვრეტილი აღორძინების“ ერთ-ერთ წინამძღოლად.
მიკოლა კულიში | |
---|---|
უკრ. Микола Гурович Куліш | |
დაბადების თარიღი | 6 (18) დეკემბერი, 1892 |
დაბადების ადგილი | ჩაპლინკა |
გარდაცვალების თარიღი | 3 ნოემბერი, 1937[1] (44 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | სანდარმოხი |
დასაფლავებულია | სანდარმოხი |
საქმიანობა | ჟურნალისტი, დრამატურგი[2] , მწერალი, მასწავლებელი და პედაგოგი |
ენა | უკრაინული ენა |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია უკრაინის სახალხო რესპუბლიკა სსრკ |
ჟანრი | პიესა |
Magnum opus | Myna Mazaylo და Pathetique Sonata |
შვილ(ებ)ი | Volodymyr Kulish |
ხელმოწერა | |
მიკოლა კულიში 1892 წლის 19 დეკემბერს დაიბადა. 9 წლიდან სამრევლო ეკლესიასა და სკოლაში სწავლობდა. 1905 წლიდან კულიში ალიოშკის რვაწლიან სკოლაში სწავლობდა, სადაც ივან დნიპროვსკის შეხვდა. 1908 წელს ჩაირიცხა ალიოშკის პროგიმნაზიაში, რომელიც სწავლის დამთავრებამდე დაიხურა. სკოლაში სწავლის პერიოდში კულიშმა სტუდენტების ხელით დამზადებულ ჟურნალში ლექსები და ეპიგრამები გამოაქვეყნა, რამაც თანატოლებს შორის სახელი მოუხვეჭა. 1913 წელს პირველი პიესა თევზჭერისას დაწერა, რომლის საფუძველზეც შემდეგში კომედია როგორ დაიღუპა გუსკა დაწერა.
22 წლის ასაკში ნოვოროსიისკის უნივერსიტეტში ფილოლოგიის დეპარტამენტში ჩაირიცხა. პირველი მსოფლიო ომის გამო ვერც ამჯერად შეძლო სწავლის დასრულება და წითელ არმიაში გაიწვიეს. 1914 წელს ოდესის პრაპორშჩიკთა სკოლაში გაგზავნეს, ხოლო 1915-1917 წლებში ფრონტზე მსახურობდა. კულიში ლექსებისა და პიესების წერას განაგრძობდა, რომლებიც სამხედრო პრესაში იბეჭდებოდა. 1917 წელს ოფიცერმა თებერვლის რევოლუციას დაუჭირა მხარი.
1918 წლიდან ხელმძღვანელობდა ალიოშკის მუშათა და გლეხთა დეპუტატთა საბჭოს. 1919 წლის ივლისში ხერსონში წითელი არმიისთვის დნეპრელ გლეხთა პოლკი ჩამოაყალიბა. ეს პოლკი ანტონ დენიკინის არმიის წინააღმდეგ ხერსონისა და ნიკოლაევის დაცვაში მონაწილეობდა. ატამან პაველ სკოროპადსკის მთავრობის დროს კულიში ხუთი თვით დააპატიმრეს. განთავისუფლებისა და წითელ არმიაში დაბრუნების შემდეგ იგი ხერსონისა და დნეპრის მაზრის სამხედრო ძალების გენერალური შტაბის უფროსად დანიშნეს.
1920 წელს დემობილიზაციის შემდეგ ალიოშკის მაზრის სახალხო განათლების რამდენიმე ორგანოს ინსტრუქტორად და გაზეთ „Черво́ний шлях“-ის რედაქტორად მუშობდა. კულიშმა უკრაინის სამხრეთში იმოგზაურა, სადაც სკოლების მოწყობაში მონაწილეობდა. მოგვიანებით რუსულ ენაზე დაწერა მოთხრობა „По весям и сёлам“ (გამოქვეყნდა ოდესის პედაგოგიურ ჟურნალში „Наша школа“, მე-3, მე-4 და მე-5 ნომრებში, 1923 წელს).
1922 წელს ოდესის სახალხო განათლების დეპარტამენტში სკოლის ინსპექტორად მუშაობდა. 1924] წელს კულიშმა დაწერა პიესა 97, სადა 1921-1922 წლებში ხერსონის რეგიონში შიმშილობა აღწერა. ამ პიესასთან ერთად კომუნა სტეპებში (1925) ხარკოვის თეატრში დაიდგა, რამაც კულიშს აღიარება მოუპოვა. 1925 წელს ზინოვიევსკში „Черво́ний шлях“-ის რედაქტორობას დაუბრუნდა. მოგვიანებით ხარკოვში გადავიდა, სადაც მოწინავე უკრაინელ მწერლებსა და პოეტებს შეხვდა, მათ შორის: მიკოლა ხვილევოის, ოსტაპ ვიშნიას, ვლადიმირ სოსიურასა და სხვებს. აქ კულიში პროლეტარული ლიტერატურის თავისუფალი აკადემიის ((ВАПЛІТЕ) წევრი გახდა და თეატრალურ ჯგუფ ბერეზილთან ერთად მუშაობდა, რომელსაც ლეს კურბაის ხელმძღვანელობდა.
1926 წლის ნოემბერში კულიში „ВАПЛІТЕ“-ის პრეზიდენტად აირჩიეს. ეს თანამდებობა 1928 წლამდე ეკავა. 1930-იანი წლებიდან უარყოფითმა კრიტიკულმა გამოხმაურებებმა იმატა. კულიში ხარკოვიდან კვლავ ხერსონის რეგიონში დაბრუნდა. გოლოდომორის ნახვის შემდეგ უფრო და უფრო მეტად უჭერდა მხარს რევოლუციურ იდეებს.[3] ამ დროიდან მისი პიესები „Народный Малахий“, „Мина Мазайло“ და „Патетическая соната“ კომუნისტური რეჟიმის საწინააღმდეგო ნაწარმობებად მიიჩნეოდა.
1934 წლის 17 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე გამართულ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა კავსირის მწერალთა კონგრესზე მიკოლა კულიში ბურჟუა-ნაციონალისტ დრამატურგად დაასახელეს. მას განსაკუთრებით ივან კულიკი აკრიტიკებდა. იმავე წლის დეკემბერში მისი მეგობრის, ივან დნიპროვსკის დაკრძალვის შემდეგ კულიში შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის აგენტებმა დააპატიმრეს და სოლოვსკის პატიმართა ბანაკში გაგზავნეს. სოლოვკიდან 1937 წელს გადაიყვანეს. დღეისთვის ცნობილია, რომ იგი უკრაინული ინტელიგენციის 289 სხვა წარმომადგენელთან ერთად იმავე წლის 3 ნოემბერს სანდარმოხში დახვრიტეს.
სტალინის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ აღიარეს, რომ 1934 წელს კულიშისადმი წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლო იყო და რეაბილიტირებულ იქნა.[4]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.