From Wikipedia, the free encyclopedia
მთიანი სომხეთის რესპუბლიკა (სომხ. Լեռնահայաստանի Հանրապետութիւն), აგრეთვე ცნობილია, როგორც მთიანი სომხეთი (სომხ. Լեռնահայաստան) ― 1921 წლის 26 აპრილიდან 13 ივლისამდე, სომხეთის მთიან ნაწილში არსებული ანტიბოლშევიკური არაღიარებული სახელმწიფო, რომელიც წარმოიშვა სიუნიქისა და ვაიოცძორის პროვინციებში, სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის იძულებითი გასაბჭოების შემდეგ. საბოლოოდ იგი მაინც მიუერთდა საბჭოთა კავშირს, მისი ტერიტორიები კი სომხეთისა და აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებს გადაუნაწილდა[1].
მთიანი სომხეთის რესპუბლიკა Լեռնահայաստանի Հանրապետութիւն არაღიარებული ქვეყანა | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
დედაქალაქი | გორისი (დე ფაქტო) | ||||||||
ენა | სომხური (დე ფაქტო) | ||||||||
წინამორბედები: სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა | მემკვიდრეები: სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა |
1920 წლის 29 ნოემბერს საბჭოთა კავშირის 11-ე წითელმა არმიამ სომხეთის დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაიწყო შეჭრა. სომხურმა მთავრობამ ბოლშევიკებს ძალაუფლება ოფიციალურად იმავე წლის 2 დეკემბერს, ერევანში გადასცა. ამას მოჰყვა სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნა, მის მმართველად ბორის ლეგრანი დაინიშნა და სომხეთი ასევე დათანხმდა საბჭოთა სივრცეში გაწევრიანებას. ამის სანაცვლოდ საბჭოთა რუსეთი დათანხმდა სომხეთის არსებული ტერიტორიების დაცვას თურქეთისგან. საბჭოთა კავშირმა ასევე დადო პირობა, რომ არ გამოიყენებდა არმიას არაკომუნისტების დევნისათვის, თუმცა ეს პირობა მან მალევე უარყო და ყველა მოწინააღმდეგე ან გადაასახლეს, ან სიკვდილით დასაჯეს, ან უკეთეს შემთხვევაში ქვეყნიდან გააძევეს. ამის შემდეგ სსრკ-მ ასევე გასაბჭოებულ აზერბაიჯანს შესთავაზა სომხეთის შემადგენლობაში მყოფი სიუნიქისა და მთიანი ყარაბაღის ანექსია. ეს ყველაფერი სასტიკად დაგმო სომეხმა პოლიტიკოსმა გარეგინ ნჟედემ, რომელმაც 1920 წლის 25 დეკემბერს სიუნიქი თვითმმართველ რეგიონად გამოაცხადა. 1921 წლის იანვარში დრასტამატ კანაიანმა გარეგინ ნჟედეს დეპეშა გაუგზავნა, რომელშიც იგი სიუნიქის გასაბჭოების დაშვების სანაცვლოდ მხარდაჭერას ჰპირდებოდა. ამის მიუხედავად, ნჟედემ უარი თქვა და გააგრძელა ბრძოლა აზერბაიჯანისა და საბჭოთა კავშირის ჯარების წინააღმდეგ[2].
1921 წლის 18 თებერვალს ARF-მა ანტისაბჭოთა აჯანყება მოაწყო ერევანში და მოახერხა ძალაუფლების ხელში ჩაგდება. ARF აკონტროლებდა ერევანსა და მის მიმდებარე ტერიტორიებს თითქმის 42 დღის განმავლობაში, სანამ 1921 წლის აპრილში არ დაამარცხეს იგი კომუნისტებმა რიცხობრივი უპირატესობით. აჯანყების ლიდერებმა უკან დაიხიეს და თავი სიუნიქს შეაფარეს.
1921 წლის 26 აპრილს ტატევის მონასტერში გამართულმა მეორე პანზანგეზურულმა ყრილობამ გამოაცხადა ვაიოცძორის, სიუნიქისა და მთიანი ყარაბაღის ტერიტორიებზე მთიანი სომხეთის რესპუბლიკის შექმნა. იმავე წლის 1 ივნისს მათ თავიანთ არაღიარებულ სახელმწიფოს სომხეთის რესპუბლიკა უწოდეს[3].
მთიანი რესპუბლიკის დედაქალაქად გორისი გამოცხადდა, ხოლო გარეგინ ნჟედე მისი პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი გახდა. მოგვიანებით, ივლისში, პრემიერ-მინისტრი სიმონ ვრაციანი ხდება, ხოლო ნჟედე გუბერნატორად და გენერალურ მეთაურად იქნა გადაყვანილი. ნჟედე აქტიურად იყო დაკავებული სიუნიქიდან აზერბაიჯანელების გაძევებით[4].
1921 წლის აპრილიდან ივლისამდე წითელი არმია მასობრივ სამხედრო ოპერაციებს აწარმოებდა რეგიონში და რესპუბლიკას აქტიურად უტევდა ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან. წითელ არმიასთან გადახდილი რამდენიმე სისხლიანი ბრძოლის შემდეგ, მთიანი სომხეთის რესპუბლიკამ 1921 წლის 13 ივლისს კაპიტულაცია გამოაცხადა, მხოლოდ იმის სანაცვლოდ, რომ ეს პროვინციები საბჭოთა სომხეთს უნდა მიერთებოდა. კონფლიქტის დასრულებისა და რესპუბლიკის გაუქმების შემდეგ, ნჟედემ, მისმა მთავრობამ და არაერთმა ინტელექტუალმა სომხეთი დატოვა და ირანში, ქალაქ თავრიზში გადავიდნენ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.