მენსფილდ-პარკი
From Wikipedia, the free encyclopedia
„მენფილ-პარკი“ (ინგლ. Mansfield Park) — ჯეინ ოსტინის მესამე გამოქვეყნებული რომანი, რომელიც პირველად 1814 წლის ივლისში გამოიცა. რომანი მოგვითხრობს ფანი პრაისის ამბავს, დაწყებული იმით, როცა მას ათი წლისას თავისი გაღატაკებული ოჯახი აგზავნის მდიდარ დეიდასთან და ბიძასთან; და დამთავრებული მისი ქორწინებით.
„მენსფილდ-პარკი“ | |
---|---|
| |
ავტორი | ჯეინ ოსტინი |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
ენა | ინგლისური |
გამომცემელი | ტომას ეგერტონი |
გამოცემის თარიღი | 1814 |
წინამორბედი | სიამაყე და ცრურწმენა |
მომდევნო | ემა |
რომანი თავდაპირველად გამოაქვეყნა თომას ეგერთონმა. მეორე გამოცემა ოსტინის სიცოცხლეშივე გამოსცა ჯონ მიურეიმ 1816 წელს. თავდაპირველად რომანს არ მიუპყრია კრიტიკოსების ყურადღება. ჯეინ ოსტინის ნოველების შესახებ მოსაზრებები 1821 წელს გამოქვეყნდა, ყოველი მათგანი კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს.
რომანისა და მისი პერსონაჟების გარშემო უფრო მეტი კითხვა გაჩნდა მე-20 საუკუნიდან, მაგალითად, არის თუ არა ავტორი ტრადიციონალისტი ან ფემინისტი? არის თუ არა მენფილ-პარკი ირონიული რომანი? იყო თუ არა ის თეატრალური წარმოდგენების წინააღმდეგი? ნაჩვენებია თუ არა რომანში ქალაქში ცხოვრების მორალურ ნაკვლოვენებებს? და ა.შ.
პაულა ბირნის თქმით, „მენსფილდ-პარკი“ ჯეინ ოსტინის ერთ-ერთი საუკეთესო რომანია.[1]
წიგნის მიხედვით აღსანიშნავია კინოეკრანიზაციები: 1999 წლის ვერსია ფრენსის ო’კონორის მონაწილეობით და 2007 წლის ვერსია ბილი პიპერის მონაწილეობით.