ფრენსის ო’კონორი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფრენსის ენ ო’კონორი (ინგლ. Frances Ann O'Connor; დ. 12 ივნისი, 1967) — ინგლისური წარმოშობის ავსტრალიელი მსახიობი ქალი.
სწრაფი ფაქტები ფრენსის ო’კონორი, დაბადების სახელი ...
ფრენსის ო’კონორი | |
---|---|
დაბადების სახელი | ფრენსის ენ ო’კონორი[1] |
დაბადების თარიღი |
12 ივლისი, 1967 (1967-07-12) (56 წლის)[2] ოქსფორდშირი, ინგლისი |
ალმა-მატერი | კურტისის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1993-დღემდე |
მეუღლე(ები) | ჯერალდ ლიპოვსკი (2011-) |
დახურვა
დაიბადა ოქსფორდშირში, ინგლისში, 1967 წელს პიანისტი დედისა და ბირთვული ფიზიკოსი მამის ოჯახში.[3] როდესაც ფრენსისი ორი წლის იყო ოჯახი საცხოვრებლად პერთში, ავსტრალიაში გადავიდა.[4]
მისი სამსახიობო დებიუტი შედგა ფილმში „სიყვარული და სხვა კატასტროფები“ 1996 წელს.[5] ის ყველაზე მეტად ცნობილია ისეთ ფილმებში მონაწილეობით როგორებიცაა: „მენსფილდ-პარკი“ (1999), „სურვილით დაბრმავებული“ (2000), ხელოვნური ინტელექტი (2001), „როგორი მნიშვნელოვანია იყო სერიოზული“ (2002) და „დროის ხაფანგში“. 2009 წელს ო’კონორს გადაეცა AACTA Awards-ის ჯილდო, ხოლო 2000 და 2014 წელს ნომინირებული იქნა ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე.[6][7]