From Wikipedia, the free encyclopedia
მენელაე[9] (ძვ. ბერძნ. Μενέλᾱος) — ძველბერძნულ მითოლოგიაში მიკენის მეფის ატრევსის ძე, აგამემნონის ძმა, ელენეს ქმარი, შემდგომ მიკენისეული სპარტის მეფე. მენელაეს სამეფო ტახტზე ტინდარეოსის შემდეგ ავიდა, დანამდვილებით უცნობია, თუ როდის დაიწყო ან დამთავრდა მისი მმართველობა. მენელაეს შემდეგ კი სამეფო ტახტზე ორესტე ავიდა. პარისის მიერ მოტაცებული ელენეს დასაბრუნებლად მან აგამემნონთან ერთად ტროის წინააღმდეგ დაძრა აქაველები. იგი ტროის ომის ცენტრალური ფიგურა იყო. ილიადის მიხედვით ტროის ომში სწორედ მენელაე მეთაურობდა სპარტელთა ჯარს. ტროის დაცემის შემდეგ ელენესთან ერთად რვა წელი იხეტიალა აღმოსავლეთში (ეგვიპტეში, კ. კვიპროსზე) და ბოლოს მშვიდობიანად დაბრუნდა სპარტაში. როგორც ზევსის სიძე (ელენე ზევსის ასული იყო), მენელაე გარდაცვალების შემდეგ ნეტართა სამყოფელში, ელისეს მინდვრებზე მოხვდა.
მენელაე | |
---|---|
მითოლოგია: | ბერძნული მითოლოგია |
სქესი: | მამრობითი[1] |
მამა: | ატრევსი[2] [3] |
დედა: | აეროპე |
და-ძმა: | აგამემნონი[2] [4] [3] და Anaxibia |
მეუღლე: | მშვენიერი ელენე[2] [5] |
შვილები: | ჰერმიონე[6] [7] , Xenodamus, Nicostratus, Megapenthes, Pleisthenes, Morraphius, Aethiolas[8] , Corythus და Thronius |
გამოსახულებები |
მენელაე | |
---|---|
სპარტის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | უცნობია |
მმართ. დასასრული: | უცნობია |
წინამორბედი: | ტინდარეოსი |
მემკვიდრე: | ორესტე |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.