მაქსველის განტოლებები
From Wikipedia, the free encyclopedia
მაქსველის განტოლებები — ოთხი კერძო წარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებისგან შემდგარი სისტემა, რომელიც აკავშირებს ელექტრულ და მაგნიტურ ველებს მათ წყაროებთან: მუხტის სიმკვრივესთან და დენის სიმკვრივესთან. ამ განტოლებებიდან შესაძლებელია იმის ჩვენება, რომ სინათლე არის ელექტრომაგნიტური ტალღა. ცალ-ცალკე ამ ოთხ განტოლებას ეწოდება გაუსის კანონი, გაუსის კანონი მაგნეტიზმისთვის, ფარადეის ინდუქციის კანონი და ამპერის კანონი მაქსველის კორექტირებით. განტოლებათა სისტემას სახელი ეწოდა ბრიტანელი ფიზიკოსის ჯეიმზ კლარკ მაქსველის პატივსაცემად.
მაქსველის განტოლებათა სისტემაში შემავალი ოთხი განტოლება, ლორენცის ძალასთან ერთად შეადგენენ კლასიკური ელექტროდინამიკის კანონების სრულ სისტემას. აღსანიშნავია, რომ ლორენცის ძალის გამოსახულება ასევე მაქსველის მიერ იქნა მიღებული ელექტრომამოძრავებელი ძალის განტოლების სახელწოდებით.