![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/8c/Lorentz_force.svg/langka-640px-Lorentz_force.svg.png&w=640&q=50)
ლორენცის ძალა
ლორენცის ძალა — ძალა, რომლითაც ელექტრომაგნიტური ველი მოქმედებს წერტილოვან მუხტზე / From Wikipedia, the free encyclopedia
ლორენცის ძალა — ძალა, რომლითაც ელექტრომაგნიტური ველი მოქმედებს წერტილოვან მუხტზე. SI სისტემის ერთეულებში ელექტრული ველისა და მაგნიტური ველის მეშვეობით ის შემდეგნაირად გამოისახება:
,
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/8c/Lorentz_force.svg/640px-Lorentz_force.svg.png)
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a9/Cyclotron_motion.jpg/640px-Cyclotron_motion.jpg)
სადაც
არის ძალა (ნიუტონებში)
არის ელექტრული ველის დაძაბულობა (ვოლტი/მ ერთეულებში)
არის მაგნიტური ინდუქცია (ტელსებში)
არის ნაწილაკის მუხტი (კულონებში)
არის ნაწილაკის მყისიერი სიჩქარე (მ/წმ ერთეულებში)
ვექტორ პოტენციალისა და ელექტრული პოტენციალის მეშვეობით ლორენცის ძალა ასე ჩაიწერება:
სადაც:
- ∇ და ∇ × აღნიშნავს შესაბამისად გრადიენტისა და როტორის ოპერატორებს,
და
არის შესაბამისად მაგნიტური ვექტორ პოტენციალი და ელექტრული პოტენციალი, რომლებიც E და B ველებთან დაკავშირებულია შემდეგი თანაფარდობებით[1]
ეს განტოლებები ვექტორული განტოლებებია, ანუ მასში შემავალი სიდიდეები (F, E, v, B, A) ვექტორული სიდიდეებია.
ლორენცის ძალის გამოსახულებიდან გამომდინარეობს, რომ დადებითად დამუხტული ნაწილაკი ელექტრული ველის (E) გავლენით აჩქარდება E-ს მიმართულებით, ხოლო მაგნიტური ველის (B) გავლენით იმოძრავებს როგორც v ასევე B-ს მიმართულებების პერპენდიკულარულად მარჯვენა ხელის წესის შესაბამისად (ამ წესის მიხედვით თუ მარჯვენა ხელის ცერს დავიჭერთ v-ს პარალელურად, ხოლო საჩვენებელ თითს B-ს პარალელურად, მაშინ ნაწილაკზე მოქმედი მაგნიტური ძალა მიმართული იქნება დიდი თითის პარალელურად).
ლორენცის ძალის გამოსახულებაში პირველ წევრს (qE) ჰქვია ელექტრული ძალა, ხოლო მეორე წევრს (qv × B) მაგნიტური ძალა.