![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a6/Mate_en_calabaza.jpg/640px-Mate_en_calabaza.jpg&w=640&q=50)
მატე
From Wikipedia, the free encyclopedia
მატე (სიტყვა ნასესხებია სამხრეთ ამერიკის ინდიელების ერთ-ერთი ტომის — კეჩუას ენიდან) — მარადმწვანე პარაგვაული ჩაის გამხმარი, დაფშვნილი ფოთლები. შეიცავს 1,8% კოფეინს, 0,05% თეობრომინს, 9-12% მთრიმლავ ნივთიერებებს, ეთეროვან ზეთებს, A, B, C ვიტამინებს, ლიმონის მჟავასა და სხვა ნივთიერებებს. სამხრეთ ამერიკაში მისგან აყენებენ კოფეინით მდიდარ ჩაის მსგავს სასმელს. განსაკუთრებით პოპულარულია არგენტინაში, სადაც ის კანონით განსაზღვრულია როგორც "ეროვნული სასმელი".[1] მატეს ეძახიან იმ ჭურჭელსაც (აკეთებენ გოგრისაგან), რომლიდანაც სვამენ ჩაის და თვითონ ხესაც. ის ასევე გამოიყენება დრუზების მიერ სირიაში.[2][3]
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a6/Mate_en_calabaza.jpg/640px-Mate_en_calabaza.jpg)