![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d8/Caffeine.svg/langka-640px-Caffeine.svg.png&w=640&q=50)
კოფეინი
From Wikipedia, the free encyclopedia
კოფეინი (ასევე ეწოდება თენი, მატეინი, გურანინი[1]) — პურინის გვარის ალკალოიდი.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d8/Caffeine.svg/640px-Caffeine.svg.png)
კოფეინს შეიცავს ისეთი მცენარეები როგორიცაა ყავის ხე, ჩაი, მატე, გუარანა, კოლა და სხვა. სინთეზირდება მცენარეების მიერ მწერებისგან დასაცავად. გამოიყენება სასმელებში. მცირე დოზით სტიმულურად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. დიდი დოზით მიღება იწვევს დამოკიდებულებას — კოფეინიზმს[2]. კოფეინის მიღების შედეგად იზრდება გულის ცემა, რაც ზრდის სისხლის წნევას, 40 წუთის განმავლობაში მცირედ იმატებს განწყობა დოფამინის გაძლიერების ხარჯზე, თუმცა 3-6 საათის შემდეგ კოფეინის მოქმედება მთავრდება, რაც იწვევს დაღლილობას, დავარდნილ შრომის უნარიანობას და სხვა.
სუფთა სახით, კოფეინი პირველად მიიღეს 1828 წელს.