მარტინ V
From Wikipedia, the free encyclopedia
მარტინ V (ლათ. Martinus PP. V; ერისკაცობაში იდონე კოლონა; დ. 1368 — გ. 20 თებერვალი, 1431[1]) — რომის პაპი 1417–1431 წლებში.
იდონე კოლონა 1405 წლიდან კათოლიკური ეკლესიის კარდინალი იყო. პაპად აირჩია კონსტანცის საეკლესიო კრებამ (1414-1418). მისი არჩევით ბოლო მოეღო კათოლიკური ეკლესიის დიდ განხეთქილებას. მარტინ V-მ თავისი ხელისუფლების ქვეშ კვლავ გააერთიანა პაპის ოლქის მიწები. იგი დიდ ყურადღებას უთმობდა რომის განაშენიანებას; აღადგინა ხიდები, შენობები, ეკლესიები. მფარველობდა ჰუმანისტებს და ხელოვნებაში მოღვაწეებს. დიდ ყურადღებას უთმობდა აგრეთვე მისიონერთა მოღვაწეობას აღმოსავლეთში. მას 1425 წელს თბილისელ კათოლიკეთა ეპისკოპოსად დაუნიშნავს დომინიკელთა ორდენის წევრი იოანე სანქტმიქაელელი.