მარსა-ელ-ბურეიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
მარსა-ელ-ბურეიკა (არაბ. مرسى البريقة) — ინდუსტრიული და საგანმანათლებლო დაწესებულებების რამდენიმე პატარა ქალაქის კომპლექსი ლიბიაში, სიდრის ყურესთან, ხმელთაშუა ზღვის ყველაზე სამხრეთ წერტილთან. მდებარეობს ყოფილ აჯდაბიის რაიონში, რომელიც 2007 წელს ელ-ვახატის რაიონს შეერწყა. ქალაქი ლიბიის მეორე უმსხვილესი ჰიდრო-კარბონული კომპლექსის ცენტრია.[1]
ქალაქი | |
---|---|
მარსა-ელ-ბურეიკა არაბ. مرسى البريقة | |
ქვეყანა | ლიბია |
რეგიონი | კირენაიკაკირენაიკა |
რაიონი | ელ-ვახატი |
კოორდინატები | 30°26′06″ ჩ. გ. 19°40′01″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 23 მ |
ოფიციალური ენა | არაბული ენა |
მოსახლეობა | 7 000 კაცი (2006) |
სასაათო სარტყელი | UTC+2 |
ლიბიის სამოქალაქო ომის დროს, ქალაქი სწრაფად გადავიდა ოპოზიციის ხელში.[2] 2 მარტს სამთავრობო ძალები მის აღებას შეეცადნენ, თუმცა წარუმატებლად.[3][4] უკვე 13 მარტს, მათი შეტევა წარმატებული აღმოჩნდა. აჯანყებულებმა ქალაქი მხოლოდ 26 მარტს დაიბრუნეს.[5][6] აპრილში აჯანყებულები ქალაქის მიდამოებიდან კვლავ განდევნეს, წარმოქიმნა რამდენიმეთვიანი ჩიხი. 2011 წლის 11 აგვისტოს, აჯანყებულებმა დასახლების აღმოსავლეთ ნაწილი აიღეს.[7]