მარგარიტა ლუიზა ორლეანელი
From Wikipedia, the free encyclopedia
მარგარიტა ლუიზა ორლეანელი (ფრანგ. Marguerite Louise d'Orléans; დ. 28 ივლისი, 1645, ბლუა, საფრანგეთი – გ. 17 სექტემბერი, 1721, პარიზი, საფრანგეთი) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ორლეანის ჰერცოგ გასტონ დე ბურბონისა და მისი მეორე ცოლის, ჰერცოგინია მარგარიტა ლოთარინგიელის პირველი შვილი. ტოსკანის დიდი ჰერცოგინია 1670-1721 წლებში როგორც კოზიმო III მედიჩის მეუღლე.
მარგარიტა ლუიზა ორლეანელი | |
---|---|
Marguerite Louise d'Orléans | |
ტოსკანის დიდი ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 23 მაისი, 1670 |
მმართ. დასასრული: | 17 სექტემბერი, 1721 |
წინამორბედი: | ვიტორია დელა როვერე |
მემკვიდრე: | ანა მარია ფრანცისკა საქსენ-ლაუენბურგელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 28 ივლისი, 1645 |
დაბ. ადგილი: | ბლუა, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 17 სექტემბერი, 1721, (76 წლის) |
გარდ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთი |
მეუღლე: | კოზიმო III, ტოსკანის დიდი ჰერცოგი |
შვილები: |
1. ფერდინანდო, ტოსკანის პრინცი 2. ანა მარია, პფალცის კურფიურსტი 3. ჯან გასტონი, ტოსკანის დიდი ჰერცოგი |
დინასტია: | ბურბონები |
მამა: | გასტონი, ორლეანის ჰერცოგი |
დედა: | მარგარიტა ლოთარინგიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
მისი თავისუფალი და ურჩი ბუნებიდან გამომდინარე მისი ურთიერთობა ქმართან და მისი ოჯახის წევრებთან ხშირად კონფლიქტური და მწვავე იყო, რის გამოც მარგარიტა ლუიზამ თავის ბიძაშვილ ლუი XIV-ს მიმართა შუამდგომლობისთვის. მიუხედავად ამისა, მათი ხანგრძლივი ქორწინებიდან სამი ბავშვი გაჩნდა: ტოსკანის დიდი პრინცი ფერდინანდო, პფალცის კურფიურსტი ანა მარია ლუიზა და ტოსკანის დიდი ჰერცოგი ჯან გასტონი.
1675 წლის ივლისში, ხუთი წლის შემდეგ რაც მისი ქმარი ტოსკანის ტახტზე ავიდა და ოთხი წლის შემდეგ რაც მათი ქალიშვილი ანა მარია ლუიზა დაიბადა, მარგარიტა ლუიზა ქმარს განშორდა და პარიზში დასახლდა, თუმცაღა ქორწინება არ გაუქმებულა. იგი პარიზის გარეუბანში დასახლდა და სამეფო კარზე იშვიათად ჩნდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგები მას პატივს არ სცემდნენ, მან დაამტკიცა რომ ჭეშმარიტი ფრანგი იყო და ტოსკანაშიც მხოლოდ ფრანგულ ინტერესებს ატარებდა.
მოგვიანებით იგი ძალიან ტრადიციული და ღვთისმოსავი გახდა, რამაც იგი პარიზის გარეუბანში მდებარე მონასტერში მიიყყვანა, რომელიც მის მეორე სახლად იქცა. მან სიცოცხლის ბოლო წლები ლოცვასა და თავისი ვაჟის, ფერდინანდოს გლოვაში გაატარა, რომელიც მისი ერთადერთი საყვარელი ადამიანი იყო. მისი მემკვიდრეობიდან გამომდინარე, იგი ფინანსურად საკმაოდ დამოუკიდებელი იყო, რის გამოც პარიზის გარეუბანში მან პატარა სასახლე შეიძინა, საიდანაც საქველმოქმედო საქმიანობას მიჰყო ხელი.