From Wikipedia, the free encyclopedia
შარლ III ლოთარინგიელი (ფრ. Charles III de Lorraine; დ. 18 თებერვალი, 1543 , ნანსი — გ. 14 მაისი, 1608, ნანსი) — ლოთარინგიის ჰერცოგი 1545 წლიდან გარდაცვალებამდე. ცოლად ჰყავდა საფრანგეთის პრინცესა კლაუდია ვალუა. მისი მმართველობის პერიოდში ლოთარინგია განვითარდა კულტურული და ეკონომიკური თვალსაზრისით.
შარლ III | |
---|---|
Charles III de Lorraine | |
ლოთარინგიის ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 12 ივნისი 1545 |
მმართ. დასასრული: | 14 მაისი 1608 |
წინამორბედი: | ფრანსუა I ლოთარინგიელი |
მემკვიდრე: | ანრი II ლოთარინგიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 18 თებერვალი 1543 |
გარდ. თარიღი: | 14 მაისი 1608 (65 წლის) |
მეუღლე: | კლაუდია ვალუა |
შვილები: |
ანრი II ლოთარინგიელი კრისტინა ლოთარინგიელი შარლ ლოთარინგიელი ანტუანეტ ლოთარინგიელი ანა ფრანსუა II ლოთარინგიელი კატრინ ლოთარინგიელი ელიზაბეთ ლოთარინგიელი კლაუდია |
დინასტია: | ლორენი |
მამა: | ფრანსუა I ლოთარინგიელი |
დედა: | კრისტინა დანიელი |
შარლი დაიბადა 1543 წლის 18 თებერვალს, ლოთარინგიის ჰერცოგ ფრანსუა I-ის ოჯახში. შარლის დედა იყო დანიისა და ნორვეგიის პრინცესა - კრისტინა დანიელი. ჯერ კიდევ მაშინ როცა, შარლი სულ რაღაც ორი წლის იყო, ფრანსუა გარდაიცვალა. იმის გათვალისწინებით რომ იგი ოჯახში ერთად ერთი ვაჟი იყო (მას ჰყავდა ორი უმცროსი და), ორი წლის შარლი ლოთარინგიის ჰერცოგი გახდა. მისი მცირეწლოვანებიდან გამომდინარე, რეგენტი დედამისი ხდება, რომელიც თავისი ძმის გავლენის ქვეშ იყო მოქცეული.
შარლის დედა იყო საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-ის დიშვილი, რომლის მოსისხლე მტერი იყო საფრანგეთის მეფე ანრი II. ანრიმ ისარგებლა ლოთარინგიის დასუსტებით და 1552 წელს დიდი ლაშქრით შეიჭრა. ამავე წელს მან დაიპყრო ლოთარინგიის სამი საეპისკოპო, რომელთაგან ერთი იყო მეცი - ლოთარინგიის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი. აქედან მოყოლებული ლოთარინგიის დედაქალქად ნანსი ცხადდება და იქ გადადის სამეფო ოჯახი და რეზიდენცია. ამ დროისათვის შარლი მხოლოდ ცხრა წლის იყო, ფრანგები კი მისი ტახტიდან ჩამოგდებისათვის იბრძოდნენ, თუმცა კარლ V-ის ჯარები დროულად გამოჩნდა და მას ტახტი შეუნარჩუნეს.
1559 წელს თავისი პოზიციების განსამტკიცებლად ცოლად მოიყვანა 11 წლის საფრანგეთის პრინცესა კლაუდია ვალუა, აწ გარდაცვლილი ანრი II-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ეკატერინე მედიჩის შუათანა ქალიშვილი, საფრანგეთის მეფე ფრანსუა II-ის უმცროსი და. კლაუდიასთან ქორწინება ლოთარინგიისათვის საფრანგეთთან მშვიდობის გარანტია იყო. თუმცა ფრანგებმა მათთვის ჩვეულ ვერაგობას მიმართეს და ქორწინების შემდეგ შარლსა და კლაუდიას პარიზის დატოვების უფლება არ მისცეს. მათ საფრანგეთში თითქმის მთელი წელი გაატარეს. იქ შარლმა გაიცნო ესპანეთის მეფე ფილიპე II და დედოფალი ელიზაბეტა ვალუა, რომლებიც შარლს ქვისლად და ცოლისდად ერგებოდნენ. მას ასევე რძლად ერგებოდა შოტლანდიისა და საფრანგეთის დედოფალი მარია სტიუარტი. ამას გარდა იგი ამ ქორწინებით დაუნათესავდა სამეფო ოჯახის სხვა გავლენიან წევრებსაც. 1559 წლის ნოემბერში შარლმა ოფიციალურად თქვა უარი საფრანგეთის ტახტზე შეძენილ უფლებებზე და აღიარა საფრანგეთის მეფის უზენაესობა, მხოლოდ ამის შემდგომ დართეს ნება მას და კლაუდიას, რომ ლოთარინგიაში დაბრუნებულიყვნენ. ამავე წლის დეკემბერში მეფე ფრანსუა II გარდაიცვალა და ტახტზე ადის შარლის კიდევ ერთი ცოლისძმა - შარლ IX ვალუა. 1562 წელს შარლმა საფრანგეთს ფინანსური დახმარება სთხოვა რაზეც ფრანგები ნაწილობრივ დათანხმდნენ.
როგორც ვიცით, ლოთარინგია საფრანგეთის სამეფოსა და საღვთო რომის იმპერიას შორის მდებარე პატარა საჰერცოგო იყო, ამიტომაც მას აუცილებლად სჭირდებოდა ნეიტალური და თბილი ურთირთობა ამ ორივე სახელმწიფოსან. შარლმა განაგრძო მისი წინაპრების პოლიტიკა და ცდილობდა მაქსიმალურად ნეიტრალური ყოფილიყო ორივე ქვეყანასთან ურთიერთობაში. მან გაატარა გერმანელი ჰუგენოტები რომლებიც საფრანგეთიდან გერმანიაში მიდიოდნენ, აგრეთვე გზა გაუხსნა ესპანელ კათოლიკეებს რომლებიც ფრანშ-კონტედან საფრანგეთში გადადიოდნენ. ამით მან საღვთო რომის იმპერატორსაც ასიამოვნა და საფრანგეთის მეფესაც გაუწია სამსახური.
1575 წელს მშობიარობისას 28 წლის კლაუდია გარდაიცვალა. შარლი ამის შემდგომ აღარ დაქორწინებულა, ვინაიდან მას ძალიან უყვარდა კლაუდია და არ სურდა მისი სხვა ქალით ჩანაცვლება, მით უმეტეს, რომ რამდენიმე ვაჟი ჰყავდა და მემკვიდრეობის პრობლემა არ იქნებოდა. 1576 წელს საფრანგეთის მეფე ანრი III-მ (რომელიც ასევე კლაუდიას ძმა იყო) ცოლად მოიყვანა ლუიზა დე ლორენ-ვედემონი, რომელიც შარლის ბიძაშვილი იყო. ეს ყოველივე შარლმა თავის სასარგებლოდ გამოიყენა და ფრანკო-ლოთარინგიული ალიანსი კვლავ განაახლა.
1580 წელს ქალაქ ნანსში დაესწრო საერთაშორისო სახალხო კრებას. 1584 წელს გარდაიცვალა ალანსონის ჰერცოგი, ფრანსუა ვალუა, რომელიც ანრი III-ის ძმა და მისი მემკვიდრე იყო. იქიდან გამომდინარე, რომ ანრის შვილი არ უჩნდებოდა სალის კანონის თანახმად ტახტის პირველ მემკვიდრედ ცხადდებოდა ანრის უმცროსი, ცოცხალი დის, ნავარის დედოფალ მარგარიტა ვალუას მეუღლე ანრი III ბურბონი, შემდგომი მემკვიდრე იყო უფროსი გარდაცვლილი დის ელიზაბეტას მეუღლე, ესპანეთის მეფე ფილიპე II, ხოლო ტახტის მესამე მემკვიდრედ შარლი დასახელდა როგორც კლაუდიას მეუღლე. ტახტის მემკვიდრე ნავარის მეფე გახდა, თუმცა გიზის ჰერცოგმა ანრი III-ზე ზემოქმედებით ნავარელს ტახტზე უფლებები ჩამოერთვა.
1589 წელს საფრანგეთის მეფე ანრი III გარდაიცვალა. ტახტისათვის ბრძოლა ატყდა ნავარის მეფე ანრი დე ბურბონსა და ესპანეთის მეფე ფილიპე II-ს შორის. შარლს არ ჰქონდა იმის შესაბამისი ძალა რომ ასეთ მდიდარ და ძლიერ მონარქებს მორეოდა, ამიტომაც თავიდანვე ნეიტრალური მდგომარეობა შეინარჩუნა. მას ორივე მეფემ 2 700 000 ოქროს ეკიუ გადაუხადა, რათა ტახტზე უარი ეთქვა. მან მშვენივრად იცოდა, რომ ტახტზე ვერ ავიდოდა, ამიტომაც ფული აიღო და ეს თანხა ლოთარინგიის ეკონომიკისა და კულტურის აღორძინებას მოახმარა, ცხადია იზრუნა სამხედროთა უკეთ შეიარაღებაზეც. ხუთწლიანი ბრძოლის შემდეგ ტახტი ანრი IV-მ მიიღო, ხოლო ფილიპემ აღიარა მისი უფლებები საფრანგეთის ტახტზე. თავად შარლი კათოლიკე იყო, ამიტომაც მას ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა როგორც ღრმად მორწმუნე ფილიპთან, ისე ახლად მოქცეულ ანრისთან.
საფრანგეთის რელიგირმა ომებმა საკმაოდ კარგად იმოქმედა ლოთარინგიაზე. ფრანგებს ახლა უკვე აღარ ეცალათ ლოთარინგიისათვის, რამაც მის მოსახლეობას ცოტა ხნით ამოსუნთქვის საშუალება მისცა. შარლის ინიციატივით 1572 წელს ნანსში გაიხსნა პირველი ლოთარინგიული უნივერსიტეტი. ასევე მისი ხელშეწყობით აშენდა და განახლდა მრავალი ციხესიმაგრე, ეკლესია, გზები, სარწყავი არხები, ხიდები და კანალიზაციის სისტემა. შარლი ხალხში დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა. მან დააარსა ქალაქი კერმონ-ენ-არგონი. ამას გარდა აღორძინდა მხატვრობა და ხელოვნების სხვა უამრავი დარგი.
შარლ III გარდაიცვალა 1608 წლის 14 მაისს, ლოთარინგიის საჰერცოგოს დედაქალაქ ნანსში. მის დაკრძალვას დაესწრნენ საფრანგეთის მეფე და საღვთო რომის იმპერატორი.
1559 წელს შარლმა ცოლად შეირთო საფრანგეთის პრინცესა კლაუდია ვალუა რომელთანაც 9 შვილი შეეძინა:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.