მალომბეს ტბა (ინგლ. Lake Malombe) — ტბა მალავის სამხრეთ ნაწილში, სამხრეთ რეგიონში, მდინარე შირეზე[1].
ის მდებარეობს დაახლოებით 19 კმ-ით სამხრეთში ქვეყანაში ყველაზე დიდი ტბა ნიასადან. მისი ფართობია დაახლოებით 450 კმ². იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 472 მეტრ სიმაღლეზე. ტბის სიგრძე დაახლოებით 30 კმ-ია, ხოლო სიგანე — 15 კმ. მისი მაქსიმალური სიღრმე შეადგენს დაახლოებით 7 მეტრს, ხოლო საშუალო სიღრმე — 2,4 მეტრია. უკანასკნელ წლებში ტბაზე მნიშვნელოვნად გაიზარდა მეთევზეთა რაოდენობა და ამან გამოიწვია ზოგიერთი თევზის სახეობის რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება. ტბის საშუალო სიღრმე ისედაც მცირეა, ხოლო მშრალი ამინდების დროს წყლის დონე კიდევ უფრო დაბლდება და ზოგჯერ ტბა ქრება კიდევაც.
ტბის ფსკერი მშრალი იყო რამდენიმე ასეული წლის მანძილზე, სანამ ის წყლით არ შეივსო XIX საუკუნის შუა პერიოდში.
რესურსები ინტერნეტში
- Community-based fisheries management, Lake Malombe დაარქივებული 2006-09-10 საიტზე Wayback Machine.
- An evaluation of the Lake Malombe co-management programme დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.