From Wikipedia, the free encyclopedia
მალე (მალდ. މާލެ) — მალდივის კუნძულების უდიდესი ქალაქი და ამავდროულად დედაქალაქი. მოსახლეობა 215 872 კაცი. მალე ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქია.
ქალაქი | |
---|---|
მალე Malé | |
ქვეყანა | მალდივის კუნძულები |
დაქვემდებარება | დედაქალაქი |
კოორდინატები | 4°10′00″ ჩ. გ. 73°30′00″ ა. გ. |
ფართობი | 5.8 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 2 მეტრი |
მოსახლეობა | 104,403 კაცი (2006) |
სასაათო სარტყელი | UTC+05:00 |
მდებარეობს სამხრეთ სანაპიროზე ჩრდილოეთ მალეს ატოლისა, რომელიც კააფუს ატოლის შემადგენლობაშია. ადმინისტრაციულად ქალაქი განლაგებულია ოთხ კუნძულზე: ცენტრალური, აეროპორტის კუნძული და კიდევ ორი კუნძული. მალეს პოლიტიკურ ცხოვრებას მართავს ქალაქის საბჭო.
ტრადიციულად ის მეფის კუნძული იყო, მალდივის სასულთნოს სამეფო დინასტიების უმრალესობა, სწორედ მალედან იყო წარმოდგენილი. აქვე მდებარეობდა მთავარი სასახლეც.
მალდივის კუნძულებზე სასულთნო 1153 წელს დაარსდა. ამ პერიოდიდან მოყოლებული მმართველობითი ორგანოები მდებარეობდა მალეზე, მათ შორის, სულთნის რეზიდენციაც.
შუა საუკუნეებში ქალაქს შემოარტყეს გალავანი, რომლის განსაზღვრულ ადგილას იყო კარიბჭე. ასევე მალეში აშენდა სხვადასხვა სახის ციხესიმაგრე, მათ შორის, ბასტიონი, რომლებიც განადგურდა მონარქიის დამხობის შედეგად პრეზიდენტ იბრაჰიმ ნასირის ბრძანებით 1970-იანი წლების დასაწყისში, თუმცა აღსანიშნავია, რომ პარასკევის მეჩეთი ამ დროს არ დაზიანებულა. თანამედროვე მალე მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ასწლეულების განმავლობაში აქ მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები და ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენები.
კლიმატი
მალე განლაგებულია მუსონურ კლიმატურ ზონაში, მკვეთრად გამოხატული წვიმიანი სეზონით, რომელიც იწყება მაისში და მთავრდება დეკემბერში. მშრალი სეზონი 4 თვე გრძელდება. იმის მიუხედავად, რომ მალე მუსონურ კლიმატურ ზონაშია, ქალაქში ტემპერატურის მაჩვენებლები უმეტესწილად მუდმივია. შეესაბამება იმ ტემპერატურულ მაჩვენებლებს, რაც დამახასიათებელია ეკვატორულ კლიმატურ ზონაში მდებარე დასახლებებისათვის. საშუალო მაქსიმალურია 30 °C, ხოლო საშუალო მინიმალურია 26 °C. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობაა 1901 მმ.
IX—XII საუკუნეებში ეწოდებოდა მაჰალ (Mahal), რომელიც ჩამოყალიბდა ფრაზის Mahal Dvipa, ან Maléldvip (სულთანის კუნძული) გამარტივების შედეგად.
ადმინისტრაციულ-ტერიტორილი დაყოფა
მალეს შემადგენლობაში შედის 6 კვარტალი. მათგან 4 მდებარეობს ჩრდილოეთ მალეს ატოლზე: მაფანუ (ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში), ხენვეირუ (ჩრდილო-აღმოსავლეთით), ჰალოლუ (სამხრეთში) და მაჩანგოლი, მეხუთე - ვილიმალე, რომელიც მდებარეობს ატოლ ვილინგილზე, რომელზეც ერთ დროს პატიმრები ჩაყავდათ და ახლა წარმოადგენს საკურორტო ზონას, მეექვსეა ხულუმალე-მდებარეობს ამავე სახელწოდების ხელოვნურ კუნძულზე და დასახლებულია 2004 წლიდან. ჰულულეს კვარტლში მდებარეობს იბრაჰიმ ნასირის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი. 2008 წელს დაიწყო გული ფალუს რიფის მელიორაცია. ჩრდილოეთ მალეს კუნძული შედის მსოფლიოში ხმელეთის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიების ხუთეულში, რომელიც ყველა მხრიდან გარშემორტყმულია წყლით და იკავებს 186-ე ადგილს მოსახლეობის რაოდენობით.
კვარტალი | ფართობი | სიმჭიდროვე | მდებ. | |
1 | მაფინუ | 59,1 | 39 927,2 | ჩრდ.მალეს ატოლი |
2 | ხენვეირუ | 27,6 | 70 340,6 | ჩრდ.მალეს ატოლი |
3 | ჰალოლუ | 32,6 | 60 061,3 | ჩრდ.მალეს ატოლი |
4 | მაჩანგოლი | 75,9 | 39 478,3 | ჩრდ.მალეს ატოლი |
5 | ვილიმალე | 31,8 | 21 874,2 | ვილინგილის კუნძული |
6 | ხულუმალე | 200,9 | 1426,6 | ხელოვნ.კუნძული |
- | ხულულე | 151,9 | 866,4 | იბრაჰიმ ნასირის სახ.
საერთაშ. აეროპორტი |
- | გული ფალუ | - | - | მშენებარე პორტი |
ჯამში | 579,8 | 103 693 |
ოკეანის მიერ ქალაქის სრული იზოლაციის გამო, ყველა საწარმო მდებარეობს უშუალოდ მის ტერიტორიაზე. წყალი, რომელსაც მოსახლეობა იყენებს, მიედინება ჭაბურღილებიდან, რომლებიც მდებარეობს 50-60 მ სიღრმეზე, და პირველად მდგომარეობაში სიხისტის მაღალი პროცენტით გამოირჩევა. შემდგომში იგი ექვემდებარება დესალტაციას. ელექტროენერგია ღებულობენ დიზელის ელექტროსადგურების საშუალებით.
დაბინძურებული წყლები ჩაედინება პირდაპირ ოკეანეში. მყარი ნარჩენების ტრანსპორტირება ხდება უახლოეს ატოლებზე და ნაწილდება ადგილობრივ სანაპირო ტბებში. ასეთი ნაგავსაყრელის ადგილზე მოგვიანებით გაჩნდა აეროპორტი, ასევე ხელოვნური კუნძული ტილაფუში.
სახელმწიფო დაწესებულებების დიდი ნაწილი განლაგებულია ქალაქის სანაპირო ზოლზე. აეროპორტთან, რომელიც მდებარეობს მალესთან ახლოს კუნძულ ჰულულეზე, არის ჰიდროაეროპორტი, სადაც განლაგებული ჰიდროთვითმფრინავები გამოიყენება ინდუსტრიული მიზნებისათვის. ქალაქის პორტში ხორციელდება მიწის რეკულტივაციის პროექტი.
მთლიანად არქიპელაგს, მალდივებს სახელი დედაქალაქის გამო ეწოდა. მალდივები ეტიმოლოგიურად მალეს კუნძულებს ნიშნავს.
კუნძულების ჯგუფის სახელწოდება მალდივები დაკავშირებულია დედაქალაქ მალესთან. სიტყვა „მალდივები“ ნიშნავს „მალეს კუნძულებს“.
პირველი მცხოვრებლები დრავიდები იყვნენ, რომლებიც გადასახლდნენ ძვ. წ. IV - ახ. წ. IV საუკუნეებში.
ინდოსტანის ნახევარკუნძულიდან და ცეილონის კუნძულიდან. კვლევებით დადგენილია, რომ დრავიდებმა უძველესი დროიდან დიდი გავლენა მოახდინეს მალდივური ენის ჩამოყალიბებაზე. მალდივურ ენაში, კულტურაში, ტრადიციებში, განსაკუთრებით კი ფოლკლორში დრავიდული გავლენა მკვეთრად იგრძნობა.
როდესაც იბნ ბატუტამ იმოგზაურა მალეში 1343 წელს, მან საკმაოდ ვრცლად აღწერა ქალაქი, ასევე მთლიანობაში მალდივის კუნძულები. მან აღნიშნა, რომ დედოფალ რეჰენდი ხადიჯას რეზიდენცია მდებარეობდა მალეში, რომელიც შესაძლებელია ყოფილიყი სწორედ ის სასახლე კუნძულის ცენტრში, საიდაც მოგვიანებით სულთანი მართავდა ქვეყანას. იბნ ბატუტამ აგრეთვე ახსენა ხისგან აშენებული რამდენიმე მეჩეთი. XVII საუკუნეში სულთანმა იმადუდინმა ააშენა გალავანი კუნძულის ჩრდილო, აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებში და მალე გაამაგრა. შიდა ნავსადგურს იყენებდნენ თევზსაჭერი გემებისათვის. უფრო დიდ გემებს ღუზა გარე ნავსადგურში ვილინგილისა და ჰულჰულეს კუნძულებს შორის უნდა ჩაეშვათ. კუნძული ერთ კვადრატულ მეტრზე ნაკლებ ფართობს იკავებდა და გარშემორტყმული იყო მეჩხერი ლაგუნით.
1888 წელს მალეს მოსახლე 2,148 ჰყავდა, თუმცა მათი რიცხვის სწრაფმა ზრდამ ახალი საცხოვრებელი ფართის მოძებნის აუცილებლობა გამოიწვია. მცირე მაშშტაბური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ძველი ციხესიმაგრეები და სანახევროდ დანგრეული კედლები აიღეს 1925-1927 წლებში მუჰამედ შამსუდინ III-ის მეფობის დროს, ასევე გაფართოვეს და გაასწორეს გზები. საცხოვრებელი ფართის შესაქმნელად გაასუფთავეს ყოფილი დიდი სასაფლაოები.
1968 წელს მონარქიის გაუქმების შემდეგ მოხდა ქალაქის რეკონსტრუქცია პრეზიდენტ იბრაჰიმ ნასირის მიერ. დაანგრიეს სამეფო სასახლე (Ganduvaru) თვალწარმტაც ციხესიმაგრეებთან და ბასტიონებთან ერთად. დარჩა მხოლოდ ნაციონალური მუზეუმის შენობა, ძველი სულთნის რეზიდენცია, ასევე პარასკევის მეჩეთი. მალეს მოსახლეობა 1967 წლისათვის გაიზარდა 11 453-მდე და 1977 წლისათვის 29 522-მდე. მოსახლეობის მზარდი რაოდენობის საცხოვრებლით დაკმაყოფილების მიზნით, მალეს ირგვლივ მეჩხერი ლაგუნა სრულად იქნა ათვისებული.
მალეში ყველაზე საპატივსაცემო ადგილად ითვლება პრეზიდენტის რეზიდენცია, პარასკევის მეჩეთის ახლოს მდებარე აბუ ალ-ბარაქათ იუსუფ ალ-ბარბარის სამარხი, რომელიც ითვლება მალდივებზე ისლამის გამავრცელებლად 1153 წელს.
ეკონომიკა
მალდივების კუნძულებისა და დედაქალაქ მალეს ეკონომიკის საფუძველს მნიშვნელოვანწილად ტურიზმი წარმოადგენს. მალეს ტერიტორიაზე მდებარეობს ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, გასართობი-რეკრეაციული კომპლექსები. ქალაქში მდებარეობს ცენტრალური ნავსადგული და პორტი, ხორციელდება სხვადასხვა სახის კომერციული გარიგებები. განლაგებულია მალდივური ავიაკომპანიების Maldivian და Villa Air შტაბები.
პოლიტიკა
ადგილობრივ მმართველობებს ქალაქის საკრებულო წარმოადგენს, რომელიც 2011 წელს შეიქმნა უფლებამოსილების დეცენტრალიზაციის შესახებ კანონის მისაღებად. იმავე წელს გამოცხადდა საქალაქო საბჭოში შემავალი პოლიტიკოსების სახელები.
2011 წელს ძალაუფლების შესახებ დეცენტრალიზაციის შესახებ კანონის ამოქმედებით შეიქმნა ქალაქის საკრებულო, რომელიც ადგილობრივ მმართველობით ორგანოებს წარმოადგენს. იმავე წელს გამოცხადდა საქალაქო საბჭოში შემავალი პოლიტიკოსების სახელები.
ქალაქში 11 საარჩევნო ოლქია. ახლანდელი მრჩევლების უმეტესი ნაწილი 2014 წლის არჩევნების დროს საბჭოში მალდივების დემოკრატიული პარტიიდან აირჩიეს.
• abcd Fura Malé
• GeoHive — Maldives population statistics Retrieved 1 February 2018
• Naseema Mohamed. "Names of Maldives" (PDF). www.qaumiyyath.gov.mv. Retrieved 23 May 2015., Retrieved 17 March 2016
• Waheed, Abdullah. Gold in Garbage — the Experience from Maldives
.
.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.