მალანგი
From Wikipedia, the free encyclopedia
მალანგი (ინდონ. Malang) — მეორე უმსხვილესი ქალაქი აღმოსავლეთ იავის პროვინციაში, ინდონეზიაში. ქალაქის ისტორია სათავეს მატარამის სამეფოს პერიოდიდან იღებს. 2010 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 819 708 ადამიანს შეადგენს. ჰოლანდიური კოლონიალიზმის ხანაში, მალანგი პოპულარული ღირსშესანიშნაობა იყო ევროპელებს შორის. ქალაქის ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა აზიის ფინანსურმა კრიზისმა, თუმცა ამის შემდეგ მალანგი ეკონომიკის სიმტკიცითა და მოსახლეობის ზრდით გამოირჩევა.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |||
---|---|---|---|
მალანგი ინდონ. Malang | |||
ქალაქის მერია | |||
| |||
ქვეყანა | ინდონეზია | ||
პროვინცია | აღმოსავლეთი იავააღმოსავლეთი იავა | ||
შიდა დაყოფა | Blimbing[1] , Klojen[1] , Sukun[1] , Lowokwaru[1] და Kedungkandang[1] | ||
კოორდინატები | 7°58′48″ ს. გ. 112°37′12″ ა. გ. | ||
მმართველი | Sutiaji[2] | ||
დაარსდა | 1 აპრილი, 1914 | ||
ფართობი | 252,13 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 476±1 მეტრი | ||
მოსახლეობა | 819 708 კაცი (2010) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+7 | ||
სატელეფონო კოდი | +62341 | ||
საავტომობილო კოდი | N | ||
ოფიციალური საიტი | malangkota.go.id | ||
დახურვა
მალანგს აღმოსავლეთიდან აკრავს ბრომო-ტენგერ-სემერუს ეროვნული პარკი.