მალაკის სასულთნო
From Wikipedia, the free encyclopedia
მალაკის სასულთნო — ისტორიული სახელმწიფო მალაიზიაში, მალაკის თანამედროვე შტატში. მე-15 საუკუნეში სულთანატის ძლიერების მწვერვალზე, მისი დედაქალაქი გახდა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი პორტი, რომელიც მოიცავდა მალაის ნახევარკუნძულის დიდ ნაწილს, რიაუს კუნძულებს და სუმატრას ჩრდილოეთ სანაპიროს მნიშვნელოვან ნაწილს, დღევანდელ ინდონეზიას.[1] [2]
საერთაშორისო სავაჭრო პორტი მალაკი მალაიური ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების გავრცელებისა და განვითარების ცენტრი გახდა. აქედან დაიწყო სულთანატების ოქროს ხანა, როდესაც კლასიკური მალაიური გახდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის საზღვაო ენა, ხოლო ჯავის დამწერლობა ძირითადი საშუალება კულტურული, რელიგიური და ინტელექტუალური გაცვლისთვის. სწორედ ამ ინტელექტუალური, სულიერი და კულტურული განვითარებით ჩამოყალიბდა მალაიური იდენტობა.[3][4]
1511 წელს მალაკის დედაქალაქი დაეცა პორტუგალიის იმპერიასთან ბრძოლაში, უკანასკნელი სულთანი, მაჰმუდ შაჰი (რ. 1488–1511) იძულებული გახდა უკან დაეხია. მისმა შთამომავლებმა კი დააარსეს ახალი მმართველი დინასტიები ჯოჰორი და პერაკი. სასულთნოს პოლიტიკური და კულტურული მემკვიდრეობა დღემდე რჩება. საუკუნეების განმავლობაში მალაკი ითვლებოდა მალაიურ-მუსულმანური ცივილიზაციის ნიმუშად. მან ჩამოაყალიბა ვაჭრობის, დიპლომატიის და მმართველობის სისტემები, რომლებიც გაგრძელდა მე-19 საუკუნემდე და შემოიტანა ისეთი ცნებები, როგორიცაა daulat - სუვერენიტეტის მალაიური ცნება.[5]