From Wikipedia, the free encyclopedia
მადი უოტერსი (ინგლ. Muddy Waters; ნამდვილი სახელი მაკინლი მორგანფილდი (ინგლ. McKinley Morganfield დ. 4 აპრილი, 1913 — გ. 30 აპრილი, 1983),[4][5]) — ამერიკელი ბლუზის მუსიკოსი, მომღერალი და გიტარისტი, რომელიც მიჩნეულია „თანამედროვე ჩიკაგო ბლუზის მამად“.[6]
მადი უოტერსი | |
---|---|
მადი უოტერსი 1975 წელს | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | მაკინლი მორგანფილდი |
დაბ. თარიღი | 4 აპრილი, 1913 |
დაბ. ადგილი | ისაკუენა, მისისიპი, აშშ |
გარდ. თარიღი | 30 აპრილი, 1983 (70 წლის) |
გარდ. ადგილი | ვესტმონტი, ილინოისი, აშშ |
დასაფლავებულია | Restvale Cemetery[1] |
ეროვნება | აფრო-ამერიკელები[2] [3] |
ჟანრ(ებ)ი |
|
საქმიანობა |
|
ინსტრუმენტ(ებ)ი |
|
აქტიური | 1941–1982 |
ლეიბლ(ებ)ი |
|
საიტი | muddywatersofficial.com |
მადი უოტერსი ვიკისაწყობში |
მადი უოტერსმა 17 წლის ასაკში, სონ ჰაუზის და რობერტ ჯონსონის მიბაძვით დაიწყო გიტარასა და ჰარმონიკაზე დაკვრა. 1943 წელს გადავიდა ჩიკაგოში, სადაც იქცა პროფესიონალ მუსიკოსად. 1946 წელს თავისი პირველი ჩანაწერი ჩაწერა Columbia Records-ში და შემდეგ Aristocrat Records-ში.
1950-იანი წლების დასაწყისში, მადი უოტერსმა და მისმა ჯგუფმა, რომელშიც შედიოდნენ ლიტლ უოლტერი (ჰარმონიკა), ჯიმი როჯერსი (გიტარა), ელგინ ევანზი (დრამი) და ოტის სპენი (პიანინო), ჩაწერეს ბლუზის რამდენიმე განთქმული კომპოზიციები (ზოგიერთი უილ დიქსონთან ერთად), მათ შორის: „Hoochie Coochie Man“, „I Just Want to Make Love to You“ და „I'm Ready“. 1960 წელს გამოვიდა მისი პირველი საკონცერტო ალბომი At Newport 1960.
მადი უოტერსმა გავლენა მოახდინა არა მარტო ბლუზის და რიტმ ენ ბლუზის, არამედ როკ-ენ-როლის, მძიმე როკის, ჯაზისა და ქანთრის განვითარებაზე. 2010 წელს ჟურნალ „Rolling Stone“-მა მადი უოტერსს თავის სიაში „ყველა დროის 100 უდიდესი შემსრულებელი“ 17-ე ადგილი მიუჩინა.[7] 1987 წელს უოტერსი შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. მისი ოთხი სიმღერა „Rollin' Stone“ (1950), „Hoochie Coochie Man“ (1954), „Mannish Boy“ (1955) და „Got My Mojo Working“ (1957) შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის სიაში „500 Songs that Shaped Rock and Roll.“[8] გარდა ამისა, არის გრემის შვიდ გზის ლაურეატი.[9]
მადი უოტერსი გარდაიცვალა 1983 წლის 30 აპრილს გულის უკმარისობით, საკუთარ სახლში, უესტმონტში, ილინოისის შტატში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.