From Wikipedia, the free encyclopedia
მაგნუს კარლსენი (ნორვ. Sven Magnus Øen Carlsen; დ. 30 ნოემბერი, 1990) — ნორვეგიელი ჭადრაკის დიდოსტატი და ამჟამინდელი მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში. ფიდეს რეიტინგით ნომერი I მოთამაშე. 2010 წელს გახდა მეშვიდე მოჭადრაკე, რომელმაც ფიდეს რეიტინგში პირველ ადგილს მიაღწია. მისი ფიდეს რეიტინგი 2014 წლის ნოემბრის მიხედვით არის 2863,[1]. მან ასევე მიაღწია ისტორიაში უმაღლეს რეიტინგს 2882–ს 2014–ის მაისში.
მაგნუს კარლსენი დიდოსტატი გახდა 2004 წლის 26 აპრილს, როდესაც იგი 13 წლისა და 148 დღის იყო, რამაც მას მიანიჭა მსოფლიოში მესამე ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატის ტიტული. 2013 წლის ნოემბერში მაგნუსმა ვიშვანათან ანანდი დაამარცხა და გახდა მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში. 2014 წლის ნოემბერში, მან წარმატებით დაიცვა ტიტული, და კვლავ დაამარცხა ანანდი. 2016 წლის ნოემბერში, მაგნუსმა წარმატებით დაიცვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული და დაამარცხა რუსი მოჭადრაკე, სერგეი კარიაკინი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.