From Wikipedia, the free encyclopedia
ლუი XVIII დე ბურბონი (ფრანგ. Louis XVIII de Bourbon; დ. 17 ნოემბერი, 1755, ვერსალი, საფრანგეთი — გ. 16 სექტემბერი, 1824, პარიზი, საფრანგეთი) — საფრანგეთის მეფე 1814-1815 და 1815-1824 წლებში, ბურბონთა დინასტიისა. 1791 წელს გაიქცა საფრანგეთიდან. ითვლებოდა საფრანგეთის ემიგრანტული კონტრრევოლუციის მეთაურად. ლუი XVI-ის სიკვდილით დასჯის შემდეგ (1793 წ.) მეფედ გამოაცხადა მისი მცირეწლოვანი ვაჟი ლუი XVII, ხოლო თავისი თავი - რეგენტად. ტახტზე ავიდა ნაპოლეონ I-ის ხელისუფლების დაცემის შემდეგ. ასი დღის პერიოდში იყო ბელგიაში, 1815 წელს დაბრუნდა უცხოეთის სახელმწიფოების ჯარებთან ერთად. რევოლუციის შიშით თავდაპირველად ზომიერ პოლიტიკას ატარებდა, მთავრობაში ულტრაროიალისტების გაძლიერების შემდეგ კი მისი პოლიტიკა აშკარად რეაქციული გახდა.
ლუი XVIII | |
---|---|
საფრანგეთის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 6 აპრილი, 1814 |
მმართ. დასასრული: | 20 მარტი, 1815 |
წინამორბედი: | ნაპოლეონ I |
მემკვიდრე: | ნაპოლეონ I |
საფრანგეთის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 8 ივლისი, 1815 |
მმართ. დასასრული: | 16 სექტემბერი, 1824 |
წინამორბედი: | ნაპოლეონ I |
მემკვიდრე: | შარლ X |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 17 ნოემბერი, 1755 |
დაბ. ადგილი: | ვერსალი, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 16 სექტემბერი, 1824, (68 წლის) |
გარდ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთი |
მეუღლე: |
მარია ჯუზეპინა სავოიელი (ქ. 1771 - გარდ. 1810) |
სრული სახელი: | ლუი სტანისლა ხავიერ დე ბურბონი |
დინასტია: | ბურბონები |
მამა: | ლუი, საფრანგეთის დოფინი |
დედა: | მარია ჟოზეფა საქსონიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.