From Wikipedia, the free encyclopedia
ლონდონის ხელშეკრულება — სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს 1913 წლის 30 მაისს ლონდონში და რომლის შედეგადაც ბალკანეთის პირველი ომი დასრულდა. ხელშეკრულების თანახმად ოსმალეთის იმპერიამ დაკარგა მთელი ევროპული სამფლობელოები სტამბოლისა და აღმოსავლეთ თრაკიის გარდა.
ლონდონის ხელშეკრულება | |
---|---|
ხელი მოეწერა | 30 მაისი, 1913 |
ადგილი | ლონდონი, დიდი ბრიტანეთი |
ხელი მოაწერეს | ბულგარეთი ოსმალეთის იმპერია სერბეთის სამეფო საბერძნეთის სამეფო მონტენეგროს სამეფო იტალიის სამეფო გერმანიის იმპერია რუსეთის იმპერია ავსტრია-უნგრეთი |
ევროპის სახელმწიფოების გავლენით ჩერნოგორიამ შკოდერის ალყა მოხსნა. ოსმალეთის ევროპული ტერიტორიები გაინაწილეს საბერძნეთმა (მაკედონიის ნაწილი და სალონიკის რაიონი), სერბეთმა (მაკედონიის ნაწილი და კოსოვო) და ბულგარეთმა (მაკედონიის ნაწილი, თრაკია და ეგეოსის სანაპირო).
დიდი სახელმწიფოების ზეგავლენით შეიქმნა ალბანეთის სახელმწიფო. სერბეთმა ვერ მიიღო გასასვლელი ადრიატიკის ზღვაზე.
ხელშეკრულების გარშემო არსებული დაპირისპირებებისა და უკმაყოფილებების გამო 1913 წლის ივნისში დაიწყო ბალკანეთის მეორე ომი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.