სოფელი საქართველოში, ქობულეთის მუნიციპალიტეტი From Wikipedia, the free encyclopedia
ლეღვა — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ლეღვა, სკურა, ცხრაფონა). მდებარეობს მესხეთის ქედის მთისწინეთში, ზღვის დონიდან 120 მეტრი, ქობულეთიდან 14 კილომეტრი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2081 კაცი[1]. სოფელში გადის ქობულეთი-ოზურგეთი-ჩოხატაური-საჯავახოს საავტომობილო გზა. სოფელში გამოვლენილია გოგირდწყალბადიანი ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული და ნატრიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყალი, დებეტი 4000 ლ/დ. [2] საბჭოთა პერიოდში სოფელში განვითარებული იყო მეჩაიეობა და მეციტრუსეობა. ლეღვას სასოფლო საბჭოში შედიოდა ასევე სოფელი ჯიხანჯური.
სოფელი | |
---|---|
ლეღვა | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ლეღვა |
კოორდინატები | 41°51′20″ ჩ. გ. 41°54′38″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 120 მ |
ოფიციალური ენა | ქართული |
მოსახლეობა | 2081[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.