აბრეშუმა აკაცია, ლენქორანული ალბიცია (ლათ. Albizzia julibrissin) — ხე მიმოზისებრთა ოჯახისა. სიმაღლე — 15 . ფოთოლმცვივანია, უეკლო. აქვს ქოლგისებრი ვარჯი, მომწვანო გლუვი ქერქი, 24 სმ-მდე სიგრძის ორმაგ-კენტფრთართული ფოთლები, მოგრძო ასიმეტრიული ფოთოლაკები, მომწვანო-მოყვითალო ყვავილები ვარდისფერი მტვრიანებით. ყვავილედი რთულ საგველად ან ნახევარქოლგად შეკრებილი თავთავი ან თავაკია. ყვავილობს მაის-ივლისში.

სწრაფი ფაქტები აბრეშუმა აკაცია, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
დახურვა

ნაყოფი ბრტყელი პარკია, მწიფდება ოქტომბერ-ნოემბერში. აბრეშუმა აკაცია იზრდება აზერბაიჯანში (თალიში) და ირანში (კასპიის ზღვის სანაპირო რაიონები), მთის ქვედა სარტყელში. როგორც დეკორატიული მცენარე მოშენებულია დასავლეთ ევროპის სამხრეთ ნაწილში, შუა აზიაში, ყირიმში, კავკასიაში, კერძოდ, საქართველოში.

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში იზრდებოდა ლენქორანის აკაციის 1 ხნიერი ეგზემპლარი, რომელიც 1969 წელს ქარიშხალმა იმსხვერპლა. ამჟამად იქ არსებული რამდენიმე 607 წლიანი ეგზემპლარი წარმოადგენს ზემოაღნიშნულკი დაღუპული დედამცენარის თვითნათესს.მათ შორი ყველაზე დიდი აღწევს 4 მ, დიამეტრი 3,5 სმ, ვარჯის პროექცია – 3×4 მ. ჯანსაღად გამოიყურებიან. [წყარო არ არის მითითებული 825 დღე]

ლიტერატურა

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.