![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/4/47/Levon_I.gif&w=640&q=50)
ლევონ I
From Wikipedia, the free encyclopedia
ლევონ I [1][2][3] (სომხ. Լեիոն Ա; დ. უცნობია — გ. 14 თებერვალი, 1140, კონსტანტინოპოლში) — კილიკიის სომეხთა სამეფოს მეხუთე ლორდი[2] (1129[2]/1130[1] – 1137[1][2]), ან „მთების ლორდი“, როგორც ამ სამეფოს მმართველებს უწოდებდნენ.
ლევონ I | |
---|---|
Լեիոն Ա | |
![]() | |
კილიკიის სომეხთა სამეფოს ლორდი | |
მმართ. დასაწყისი: | 1129/1130 |
მმართ. დასასრული: | 1137 |
წინამორბედი: | კონსტანდინ II |
მემკვიდრე: | თოროს II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
გარდ. თარიღი: | 14 თებერვალი, 1140 |
შვილები: |
სტეფანი რუბენი ორი უცნობი ქალიშვილი |
დინასტია: | რუბენიანები |
მამა: | კონსტანდინ II |
ლევონმა მოახერხა ბიზანტიის იმპერიისა და ჯვაროსნების დაპირისპირება ედესის საგრაფოსა და ანტიოქიის სამთავროსთან, თავის სასიკეთოდ გამოეყენებინა[2]. მისი წარმატება ძირითადად სწორედ ამ დაპირისპირებას უკავშირდება, რომელიც ქრისტიანების გამარჯვებით დასრულდა. ბიზანტიელების გამარჯვებით კილიკიის სომეხთა სამეფომაც იხეირა[2].
მან გააფართოვა თავისი სამეფო კილიკიის ვაკეებიდან ხმელთაშუა ზღვამდე[3]. მისი მმართველობის დროს სომხებსა და ჯვაროსნებს შორის ურთიერთობა აღარ იყო ისეთივე მყარი, როგორც მანამდე. უთანხმოების მთავარი მიზეზი სადავო ტერიტორია გახდა[3].
![]() |
„ლევონმა ბევრი ცნობილი მებრძოლი მოიწვია და დიდებული საჩუქრებით შეამკო. მათი მომზადება თავის თავზე აიღო და ისინი უცხოელებისა და მოღალატეების წინააღმდეგ განაწყო. ბრძოლებისას ამ რაზმა დაამარცხა და დახოცა ყველა მოწინააღმდეგე. ლევონი თავად აღაფრთოვანებდა საკუთარ მებრძოლებს და შიშის ზარს სცემდა მტერს, ამის გამო მას ახალ აშტაჰაგს უწოდებდნენ.“ |
(„სომხეთის მცირე ქრონიკა“[4].) |
საბოლოოდ ლევონი ბიზანტიის იმპერატორმა იოანე II-მ დაამარცხა[2]. სომხების ციხის აღების შემდეგ მან ლევონი და მისი ორი ვაჟი ტყვედ წაიყვანა კონსტანტინოპოლში, სადაც ლევონი მალევე დაიღუპა[2].