ლაინის კუნძულები (ცენტრალური პოლინეზიური სპორადები) (ინგლ. Line Islands) — ჯგუფი 11 მარჯნული ატოლისაგან, რომელთაგან რვა ეკუთვნის კირიბატის რესპუბლიკას, ხოლო სამი — ამერიკის შეერთებული შტატების მიმდებარე მცირე კუნძულებს. მდებარეობს წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში, ჰავაის კუნძულების სამხრეთით. კუნძულების თანამედროვე სახელი — ლაინი (ინგლისური The Line — „ეკვატორი“) დაკავშირებულია ეკვატორის ორივე მხარეს კუნძულების განლაგებასთან. კირიბატის კუთვნილი კუნძულები მდებარეობენ მსოფლიოს ყველაზე უფრო ადრეულ სასაათო სარტყელშიUTC+14:00: დღე-ღამის დრო (საათები და წუთები) აქ ემთხვევა ჰავაის დროს, მაგრამ გადაწეულია ერთი დღით წინ, ამასთან ოკეანეთის ზოგიერთ კუნძულებთან დროში სხვაობა შეადგენს 25 საათს.

სწრაფი ფაქტები მშობ. სახელი: ინგლ. Line Islands, გეოგრაფია ...
ლაინის კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Line Islands
Thumb
ლაინის კუნძულების რუკა
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები  ს. გ. 156.5° დ. გ. / -2; -156.5
კუნძულთა რაოდენობა 11
მთავარი კუნძული შობის კუნძული
ფართობი 510,16 კმ²
კირიბატის დროშა კირიბატი, აშშ-ის დროშა აშშ
დემოგრაფია
მოსახლეობა 9236 (2010)
სიმჭიდროვე 18,10 ად. /კმ²
დახურვა

შობის კუნძული ყველაზე დიდი ატოლია მსოფლიოში ხმელეთის ფართობის მიხედვით.

გეოგრაფია

ლაინის კუნძულები გეოგრაფიულად იყოფა სამ ქვეჯგუფად — ჩრდილოეთის, ცენტრალურ და სამხრეთ კუნძულებად. ქვემოთ ცხრილში კუნძულები მოყვანილია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ.

მეტი ინფორმაცია კუნძულის ფართობი, კმ², ლაგუნა, კმ² ...
ატოლი/კუნძული/რიფიკუნძულის ფართობი,
კმ²
ლაგუნა,
კმ²
მოსახლეობა,
ად. (2010)
კოორდინატებისტატუსი
ჩრდილოეთ ლაინის კუნძულები
რიფი კინგმენი0,011006°24′ ჩ. გ. 162°24′ დ. გ.აშშ-ის არაორგანიზებული და შეუერთებელი ტერიტორია
პალმირა6,56155°52′ ჩ. გ. 162°06′ დ. გ.აშშ-ის არაორგანიზებული და შეუერთებელი ტერიტორია
ტერაინა9,552*16904°43′ ჩ. გ. 160°24′ დ. გ.კირიბატი
ტაბუაერანი (ფანინგი)33,711019603°52′ ჩ. გ. 159°22′ დ. გ.კირიბატი
შობის კუნძული (კირიტიმატი)388,3932455861°53′ ჩ. გ. 157°24′ დ. გ.კირიბატი
ცენტრალური ლაინის კუნძულები
კუნძული ჯერვისი4,450°22′ ს. გ. 160°03′ დ. გ.აშშ-ის არაორგანიზებული და შეუერთებელი ტერიტორია
კუნძული მოლდენი39,313*4°01′ ს. გ. 154°59′ დ. გ.კირიბატი
კუნძული სტარბაკი21255°37′ ს. გ. 155°56′ დ. გ.კირიბატი
სამხრეთ ლაინის კუნძულები
ატოლი კაროლაინი3,762,59°57′ ს. გ. 150°13′ დ. გ.კირიბატი
ატოლი ვოსტოკი0,2410°06′ ს. გ. 152°25′ დ. გ.კირიბატი
კუნძული ფლინტი3,211°26′ ს. გ. 151°48′ დ. გ.კირიბატი
ლაინის კუნძულები510,165789236
* ვარსკვლავით აღნიშნულია ლაგუნის ფართობი, რომელიც შედის კუნძულის ფართობში, რადგან მათი წყლები, ტიპური ატოლებისგან განსხვავებით, მთლიანად იზოლირებულია ოკეანისგან.
დახურვა

ისტორია

1888 წელს დიდმა ბრიტანეთმა მოახდინა კუნძულების ანექსია წყნარ ოკეანეში კაბელის ჩასადებად ტაბუაერანის (იმ დროს ფინინგი) გავლით. კაბელი გამოიყენებოდა 1902 წლიდან 1963 წლამდე ერთი ხანმოკლე პერიოდის გამოკლებით 1914 წელს.

1950-იანი წლების დასაწყისში კუნძულებზე კირიტიმატი და მოლდენი ჩატარდა ბირთვული იარაღის გამოცდები.

მოსახლეობა

მხოლოდ სამი კუნძულია დასახლებული, რომელთა საერთო მოსახლეობა 2010 წლის აღწერით შეადგენს 9236 ადამიანს[1], რომელთაგან 5586 ადამიანი ცხოვრობს კირიტიმატიზე, 1960 ტაბუაერანზე და 1690 ტერაინაზე. 1900 წელს ამ სამი ატოლის საერთო მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 300 ადამიანს.

ეკონომიკა

ეკონომიკის ძირითადი დარგებია — თევზჭერა, კოპრის მოპოვება, პურის ხის მოყვანა.

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.