From Wikipedia, the free encyclopedia
კუნძულთა რკალები — თანამედროვე გეოსინკლინური სისტემების ტექტონიკური სტრუქტურები, რომლებიც რელიეფში გამოსახულია კონტინენტიდან ოკეანისაკენ გარდამავალ ზონებში. კუნძულთა რკალები ხაზობრივი მთათა სისტემებია, — ვულკანური კუნძულების ჯაჭვი, რომლებიც განაპირა ზღვების ქვაბულებს გამოყოფენ ღრმა ზღვის ღარებისაგან.[1]
კუნძულთა რკალები ბაზალტური, ანდეზიტ-ბაზალტური და ანდეზიტური შედგენილობის ვულკანოგენური წყებებით აგებული წყალქვეშა ქედებია, რომელთა თხემები ცალკეული კუნძულების სახითაა ამოწვდილი წყლის ზედაპირზე. ამ ქედების სიგანეა 40-50 და 200-400 კმ, ხოლო სიგრძე 1000 კმ და მეტი. ხშირად კუნძულთა რკალები ორი პარალელური ქედით არის წარმოდგენილი, რომელთაგან გარე, ღრმა ზღვის ღარისაკენ მიმართული ქედი მხოლოდ წყალქვეშაა. ამ შემთხვევაში ქედები ერთმანეთისაგან გათიშულია 2-3 კმ სისქის ნალექებით ამოვსებული 3-4,5 კმ სიღრმის გასწვრივი დეპრესიით.[2]
კუნძულთა რკალების უმეტესი ნაწილი წყნარი ოკეანის ჩრდილო და დასავლეთ კიდეზეა და ინდოეთის ოკეანის ჩრდილო-აღმოსავლეთ განაპირა მხარეს. კუნძულთა რკალები ცნობილია ანტილ-კარიბის რეგიონსა და სკოშის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში. კუნძულთა რკალების საზღვრებზე ღრმა ზღვის ღარებთან ერთად წარმოიქმნება აკრეციული პრიზმები.[3]
კუნძულთა რკალები ფორმირდება ფილების კონვერგენტული საზღვრების არეებში, სადაც ოკენური ფილა იძირება ოკეანური ფილის ქვეშ. კუნძულთა რკალების 2 ტიპი გამოიყოფა 1). ენსიალური და 2). ენსიმატური. ენსიალური კუნძულთა რკალის მაგალითია იაპონიის კუნძულები, ენსიმატურის მარიანას კუნძულთა რკალი. ენსიალური კუნძულთა რკალი ხასიათდება სქელი კონტინენტური ქერქით და განვითარებული გრანიტული ფენით. ენსიმატური კუნძულთა რკალებისათვის, რომელთა გრანიტული ფენა სუსტად არის განვითარებული, დამახასიათებელია ტიტანით ღარიბი და მაგნიუმით მდიდარი ანდეზიტები — ბონინიტები. ასევე კუნძულთა რკალებისთვის ვულკანური მოქმედებების ბოლო საფეხურზე დამახასიათებელია გამჟავიანების ტენდენცია.[4]
კუნძულთა რკალებისთვის დამახასიათებელია ინტენსიური ვულკანიზმი, სეისმურობა, მომატებული სითბური ნაკადი. კუნძულთა რკალების კომპლექსთან დაკავშირებულია ოქროს, სპილენძ-პორფირული, სპილენძ-ალმადნური, სპილენძ-ალმადან-პოლიმეტალური მადნები, რკალისწინა დანალექ აუზებში ცნობილია ნავთობისა და ბუნებრივი აირის ბუდობები.[3] კუნძულთა რკალები, — დედამიწაზე ცნობილი ყველაზე უფრო გრანდიოზული მთათა ჯაჭვებია. სწორედ მათ ფარგლებში ფიქსირდება ხშირად დამანგრეველი მიწისძვრები. გაგება კუნძულთა რკალები და ვულკანური რკალები ერთმანეთს არ თანხვდება.[5]
კუნძულთა რკალები | ქვეყანა | ღარი | აუზი ან განაპირა ზღვა | ზედა ფილა | სუბდუქციური ფილა |
---|---|---|---|---|---|
ალეუტის კუნძულები | აშშ | ალეუტის ღარი | ბერინგის ზღვა | ჩრდილოამერიკული ფილა | წყნაროკეანური ფილა |
კურილის კუნძულები | რუსეთი | კურილ-კამჩატკის ღარი | ოხოტის ზღვა | ჩრდილოამერიკული ფილა | წყნაროკეანური ფილა |
იაპონიის არქიპელაგი | იაპონია | იაპონიის ღარი / ნანკაის ღრმული | იაპონიის ზღვა | ჩრდილოამერიკული ფილა, ევრაზიის ფილა | წყნაროკეანური ფილა, ფილიპინების ზღვის ფილა |
რიუკიუ | იაპონია | რიუკიუს ღარი | აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვა (ოკინავის ღრმული) | ევრაზიის ფილა | ფილიპინების ზღვის ფილა |
ფილიპინების კუნძულები | ფილიპინები | ფილიპინების ღარი | სამხრეთ ჩინეთის ზღვა, სულავესის ზღვა | ევრაზიის ფილა | ფილიპინების ზღვის ფილა |
ზონდის კუნძულები | ინდონეზია | იავის ღარი | იავის ზღვა, ფლორესის ზღვა | ევრაზიის ფილა | ავსტრალიის ფილა |
ანდამანის და ნიკობარის კუნძულები | ინდოეთი | ჩრდილოეთ იავის ღარი | ანდამანის ზღვა | ევრაზიის ფილა | ინდო-ავსტრალიის ფილა |
იძუ და ოგასავარის კუნძულები | იაპონია | იძუ-ოგასავარის ღარი | ფილიპინების ზღვის ფილა | წყნაროკეანური ფილა | |
მარიანას კუნძულები | აშშ | მარიანას ღარი | ფილიპინების ზღვის ფილა | წყნაროკეანური ფილა | |
ბისმარკის არქიპელაგი | პაპუა ახალი გვინეა | ახალი ბრიტანეთის ღარი | წყნაროკეანური ფილა | ავსტრალიის ფილა | |
სოლომონის არქიპელაგი | სოლომონის კუნძულები | სან-კრისტობალის ღარი | წყნაროკეანური ფილა | ავსტრალიის ფილა | |
ახალი ჰებრიდი | ვანუატუ | ახალი ჰებრიდის ღარი | წყნაროკეანური ფილა | ავსტრალიის ფილა | |
ტონგის კუნძულები | ტონგა | ტონგის ღარი | ავსტრალიის ფილა | წყნაროკეანური ფილა | |
ანტილის კუნძულები | პუერტო-რიკოს ღარი | კარიბის ზღვა | კარიბის ფილა | ჩრდილოამერიკული ფილა, სამხრეთამერიკული ფილა | |
სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები | დიდი ბრიტანეთი | სამხრეთ სენდვიჩის ღარი | სკოშის ზღვა | სკოშის ფილა | სამხრეთამერიკული ფილა |
ეგეოსის ან ელინური რკალი | საბერძნეთი | აღმოსავლეთ ხმელთაშუა ღარი | ეგეოსის ზღვა | ეგეოსის ზღვის ფილა ან ელინური ფილა | აფრიკის ფილა |
სამხრეთ ეგეოსის ვულკანური რკალი | საბერძნეთი | აღმოსავლეთ ხმელთაშუა ღარი | ეგეოსის ზღვა | ეგეოსის ზღვის ფილა ან ელინური ფილა | აფრიკის ფილა |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.