From Wikipedia, the free encyclopedia
კუმისი[1] ხშირად ყუმისი (თურქმანული ენებიდან: ბაშკ. ҡымыҙ; ყაზახ. қымыз; ყირგ. кымыз; იაკუტ. кымыс; თურქ. kımız) — ცხენის ან აქლემის დადუღებული რძისაგან დამზადებული სასმელი. პირველად კუმისის დამზადება დაიწყეს ყაზახეთისა და მონღოლეთის სტეპის ხალხებმა ენეოლითის პერიოდში (5500 წლის წინ)[2][3]. მომთაბარეები ინახავდნენ კუმისის მომზადების ტექნოლოგიას საუკუნეების განმავლობაში. ჰეროდოტეს წყაროების მიხედვით, სკვითებს იმდენად ეშინოდათ „ინფორმაციის გაჟონვისა“, რომ ისინი აბრმავებდნენ ყველა იმ ადამიანს, ვინც იცოდა რეცეპტი.[4] ჩვეულებრივ, კუმისი შეიცავს 0,2 %-დან 2,5 %-მდე ეთილის სპირტს. მაგარი ნატურალური კუმისი (მხოლოდ ფაშატის რძისგან გაკეთებული) კი შესაძლოა 4,5 %-მდე სპირტს შეიცავდეს.[5][6].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.