From Wikipedia, the free encyclopedia
კრისტოფერ II (დან. Christopher 2.; დ. 29 სექტემბერი, 1276 — გ. 2 აგვისტო, 1332) — ესტრიდსენთა დინასტიის წარმომადგენელი. დანიის მეფე ერიკ V-ისა და დედოფალ აგნეს ბრანდენბურგელის უმცროსი ვაჟი. 1320 წელს თავისი ძმის, ერიკ VI-ის დაღუპვის შემდეგ დანიის მეფე გახდა და თანამმართველად თავისი ვაჟი დაინიშნა, თუმცა იგი 1326 წელს დანიის მეფე აბელის შვილთაშვილმა, ვალდემარ III-მ ჩამოაგდო. 1329 წელს კრისტოფერმა მოახერხა დანიის სამეფო ტახტის დაბრუნება, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ეკუთვნოდა.
კრისტოფერ II | |
---|---|
დანიის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1320 |
მმართ. დასასრული: | 1326 |
წინამორბედი: | ერიკ VI |
მემკვიდრე: | ვალდემარ III |
დანიის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1329 |
მმართ. დასასრული: | 1332 |
წინამორბედი: | ვალდემარ III |
მემკვიდრე: | ვალდემარ IV |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 29 სექტემბერი, 1276 |
გარდ. თარიღი: | 2 აგვისტო, 1332, (55 წლის) |
მეუღლე: | ეფემია პომერანიელი |
შვილები: |
მარგრეტე, ბრანდენბურგის მარკგრაფინია ერიკი, მამის თანამმართველი ოტო, ესტონეთის ჰერცოგი ვალდემარ IV, დანიის მეფე |
დინასტია: | ესტრიდსენები |
მამა: | ერიკ V, დანიის მეფე |
დედა: | აგნეს ბრანდენბურგელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
კრისტოფერი დაიბადა 1276 წლის 29 სექტემბერს. იგი იყო დანიის მეფე ერიკ V-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ აგნეს ბრანდენბურგელის მეორე ვაჟი. 1287 წელს, მამის დაღუპვის შემდეგ მეფე მისი ძმა, ერიკ VI გახდა. 1319 წელს ერიკი უშვილოდ გარდაიცვალა, რასაც დანიაში ტახტისათვის ბრძოლის დაწყება მოჰყვა. მართალია პირველი მემკვიდრე კრისტოფერი იყო, მაგრამ იგი ტახტზე მაშინვე ვერ ავიდა, რადგან მას გვირგვინში მისი შორეული ბიძაშვილები ეცილებოდნენ. საბოლოოდ, 1320 წელს იგი დიდებულებმა აირჩიეს დანიის მეფედ. კრისტოფერმა მემკვიდრეობით მიიღო ქვეყანა, რომლის ეკონომიკაც დაცემული იყო და ამასთან ბევრი საგარეო ვალიც ჰქონდა. თავდაპირველად შეეცადა თავისი ძმის აქტიური საგარეო პოლიტიკა გაეგრძელებინა, მაგრამ უსახსრობის გამო დაუზავდა გერმანიას და გერმანელ ეპისკოპოსებს დანიის სამხრეთული მიწებიც უბოძა, რამაც დანიელების აჯანყება გამოიწვია. 1326 წელს, დანიის მეფე აბელის შთამომავალმა ვალდემარ შლეზვიგელმა მის წინააღმდეგ კოალიცია ჩამოაყალიბა და კრისტოფერი ტახტიდან ჩამოაგდო. ტახტზე ვალდემარ III ავიდა, კრისტოფერი კი ცოლ-შვილთან ერთად გაიქცა ქვეყნიდან.
კრისტოფერი დევნილობაში 1329 წლამდე ცხოვრობდა, სანამ მისმა ნახევარ-ძმამ ვალდემარი არ დაამხო. მართალია კრისტოფერი კვლავ დანიის მეფე გახდა, მაგრამ ამჯერად უკვე ყოველგვარი ძალაუფლების გარეშე. 1331 წელს ვალდემარის ბიძა, გერჰარდ III კვლავ აჯანყდა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, თუმცა ამჯერად უშედეგოდ. მისი ამბოხი ჩაახშეს და დააპატიმრეს. ამ ამბიდან სულ მალე, 1332 წლის 2 აგვისტოს გარდაიცვალა კრისტოფერ II-ც. იგი დაკრძალეს სორვის კათედრალში, მის ცოლთან ერთად. ამის შემდეგ ტახტზე კრისტოფერის ვაჟი, ვალდემარ IV ავიდა.
თავის ცოლთან, დედოფალ ეფემია პომერანიელთან ჰყავდა ექვსი შვილი:
თავისი უცნობი საყვარლისგან მას ასევე ჰყავდა ორი არალეგიტიმური შვილი:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.