ესტრიდსენები (დან. Estridsen) — დანიური სამეფო დინასტია შუა საუკუნეებში, რომელიც მართავდა დანიას (1047-1412), შვედეთს (1125-1412), ასევე ნორვეგიას, ფლანდრიას, შლეზვიგს, გოტლანდსა და ესტონეთის ჩრდილოეთ ნაწილს. დინასტიამ არსებობა 1412 წელს, დედოფალ მარგრეტე I-ის გარდაცვალებასთან ერთად შეწყვიტა, თუმცა მისი გვერდითი შტო 1598 წლამდე არსებობდა. ესტრიდსენების დროს ჩამოყალიბდა კალმარის უნია, რომლის ტახტზეც ისინი ოლდენბურგებმა ჩაანაცვლეს. აღსანიშნავია, რომ ესტრიდსენების გერბია გამოსახული დანიისა და ესტონეთის სახელმწიფო, და ქალაქ ტალინის გერბებზე.
სწრაფი ფაქტები ქვეყანა, ფუძე დინასტია ...
ესტრიდსენები
|
ქვეყანა |
დანია ნორვეგია შვედეთი გერმანია |
---|
ფუძე დინასტია |
ნაიტლინგები |
---|
ტიტულები |
დანიის მეფე შვედეთის მეფე ნორვეგიის მეფე შლეზვიგის ჰერცოგი გოტლენდის ჰერცოგი ფლანდრიის გრაფი |
---|
დამაარსებელი |
სვენ II |
---|
უკანასკნელი მმართველი |
მარგრეტე I |
---|
დაარსდა |
1047 |
---|
დაიშალა |
1412 |
---|
გვერდითი შტოები |
აბელსლეგტენები (შეწყდა 1375 წელს) ლევენბელკები (შეწყდა 1598 წელს) |
---|
ეროვნება |
დანიელები |
დახურვა
დანიის მეფეები
- სვენ II (1019-1076), დანიის მეფე 1047-1076 წლებში;
- ჰარალდ III (1040-1080), დანიის მეფე 1076-1080 წლებში;
- კნუდ IV (1042-1086), დანიის მეფე 1080-1086 წლებში;
- ოლაფ I (1050-1095), დანიის მეფე 1086-1095 წლებში;
- ერიკ I (1050-1103), დანიის მეფე 1095-1103 წლებში;
- ნილსი (1065-1134), დანიის მეფე 1104-1134 წლებში;
- ერიკ II (1090-1137), დანიის მეფე 1134-1137 წლებში;
- ერიკ III (1120-1146), დანიის მეფე 1137-1146 წლებში;
- სვენ III (1125-1157), დანიის მეფე 1146-1157 წლებში;
- კნუდ V (1129-1157), დანიის მეფე 1146-1157 წლებში;
- ვალდემარ I (1131-1182), დანიის მეფე 1154-1182 წლებში;
- კნუდ VI (1163-1202), დანიის მეფე 1182-1202 წლებში;
- ვალდემარ II (1170-1241), დანიის მეფე 1202-1241 წლებში;
- ვალდემარი (1209-1231), დანიის თანა-მეფე 1215-1231 წლებში;
- ერიკ IV (1216-1250), დანიის მეფე 1241-1250 წლებში;
- აბელი (1218-1252), დანიის მეფე 1250-1252 წლებში;
- კრისტოფერ I (1219-1259), დანიის მეფე 1252-1259 წლებში;
- ერიკ V (1249-1286), დანიის მეფე 1259-1286;
- ერიკ VI (1274-1319), დანიის მეფე 1286-1319 წლებში;
- კრისტოფერ II (1276-1332), დანიის მეფე 1319-1326 და 1329-1332 წლებში;
- ვალდემარ III (1314-1364), დანიის მეფე 1326-1329 წლებში;
- ვალდემარ IV (1320-1375), დანიის მეფე 1340-1375 წლებში;
- მარგრეტე I (1353-1412), დანიის დედოფალი 1376-1412 წლებში;
შვედეთის მეფეები
- მაგნუს I ძლიერი (????-1134), დანიის მეფე ნილსის ვაჟი, შვედეთის მეფე 1126-32 წლებში;
- მაგნუს II (1130-1161), შვედეთის მეფე ინგე I-ის შვილთაშვილი, მეფე 1160-1161 წლებში;
- მარგარეტა (1353-1412), შვედეთის სუვერენული დედოფალი 1389-1412 წლებში;
- ინგრიდ დანიელი (????-1093), ნორვეგიის დედოფალი როგორც მეფე ულაფ III-ის მეუღლე;
- კრისტინა დანიელი (1118-1139), ნორვეგიის დედოფალი როგორც მეფე მაგნუს V-ის მეუღლე;
- კრისტინა დანიელი (1120-1170), შვედეთის დედოფალი როგორც მეფე ერიკ IX-ის მეუღლე;
- ინგებორგ დანიელი (1174-1237), საფრანგეთის ორგზის დედოფალი როგორც მეფე ფილიპ II-ის მეუღლე;
- რიჩეზა დანიელი (1180-1220), შვედეთის დედოფალი როგორც მეფე ერიკ X-ის მეუღლე;
- სოფია დანიელი (1241-1286), შვედეთის დედოფალი როგორც მეფე ვალდემარის მეუღლე;
- ინგებორგ დანიელი (1244-1287), ნორვეგიის დედოფალი როგორც მეფე მაგნუს VI-ის მეუღლე;
- მართა დანიელი (1277-1341), შვედეთის დედოფალი როგორც მეფე ბირგერის მეუღლე;
- ჰელვიგ შლეზვიგელი (1320-1374), დანიის დედოფალი როგორც მეფე ვალდემარ IV-ის მეუღლე;
- მარგრეტე I დანიელი (1353-1412), დანიის სუვერენული დედოფალი 1387-1412 წლებში, ნორვეგიისა და შვედეთის დედოფალი როგორც მეფე ჰოკონ VI-ის მეუღლე;
- Detlev Schwennicke: Europäische Stammtafeln, vol II, 1984, table 98 ff
- Jacob Langebek (1774), Scriptores Rerum Danicarum Medii Ævi, vol. 3, pp. 281-282