From Wikipedia, the free encyclopedia
ერიკ II დამახსოვრებული (დან. Erik 2. Emune; დ. 1090 — გ. 18 სექტემბერი, 1137) — ესტრიდსენების დინასტიის წარმომადგენელი. დანიის მეფე ერიკ I-ის ვაჟი. 1134 წელს დაამხო თავისი ბიძის, ნილსის მმართველობა და დანიის მეფე გახდა. იგი 1137 წელს მისმა დისწულმა ერიკ III-მ მოკლა და ტახტი დაიკავა.
ერიკ II | |
---|---|
დანიის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 25 ივნისი, 1134 |
მმართ. დასასრული: | 18 სექტემბერი, 1137 |
წინამორბედი: | ნილსი |
მემკვიდრე: | ერიკ III |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1090 |
გარდ. თარიღი: | 18 სექტემბერი, 1137, (46-47 წლის) |
მეუღლე: | მალმფრედა კიეველი |
შვილები: | სვენ III |
დინასტია: | ესტრიდსენები |
მამა: | ერიკ I |
დედა: | უცნობი საყვარელი |
რელიგია: | კათოლიციმზი |
ერიკი დაიბადა 1090 წელს და იგი იყო დანიის მეფე ერიკ I-ის არალეგიტიმური ვაჟი, რომელიც მას უცნობი საყვარლისგან ჰყავდა.
ერიკის მამის გარდაცვალების შემდეგ ტახტი ბიძამისმა, მეფე ნილსმა დაიკავა, რომელმაც ერიკის უფროსი ნახევარ-ძმა, პრინცი კნუდ ლავარდი მოკლა. ამის შემდეგ, კნუდის მხარდამჭერები ერიკს მიემხრნენ და შეთქმულების მზადება დაიწყეს მეფის წინააღმდეგ. საქმე იმაში იყო, რომ ნილსს მისი ვაჟი, შვედეთის მეფე მაგნუსიც ეხმარებოდა, რაც საქმეს ართულებდა, ამიტომაც მოკავშირეთა შესაძენად ერიკი ნორვეგიაში წავიდა, სადაც ცოლად შეირთო ნორვეგიის მეფე სიგურდ I-ის ქვრივი, კიევისა და ნოვგოროდის მთავარ მცისლავ I-ის ასული მალმფრედა. აღსანიშნავია, რომ ნილსს თვით საღვთო რომის იმპერატორი ლოთარ II და რომის კათოლიკური ეკლესიაც ემხრობოდა.
1134 წლის 4 ივნისს ფოტევიკთან ერიკის ჯარებმა სასტიკად დაამარცხა ნილსისა და მაგნუსის ლაშქარი, სადაც მართალია მეფე გადარჩა, მაგრამ მაგნუსი მოკლეს. თავად ნილსმა თავის მოკავშირე ლოთარ II-თან გაქცევა განიზრახა და გერმანიისკენ დაიძრა, მაგრამ გზად შლეზვიგში გავლა მოუწია, რომელიც ერიკის მთავარი დასაყრდენი იყო. ამრიგად, 25 ივნისს, აჯანყებულმა შლეზვიგელებმა მეფე ნილსი მოკლეს და ვინაიდან მისი ვაჟიც უკვე გარდაცვლილი იყო, დანიის მეფე ერიკ II გახდა. ტახტზე ასვლისთანავე, ერიკმა თავის მხარდამჭერებს დიდი ადგილ-მამულები და არისტოკრატიული წოდებები ჩამოურიგა.
მშვიდობა არც ისე დიდხანს გაგრძელდა, რადგან 1135 წელს, იუტლანდში ამბოხება დაიწყო მისმა დის შვილმა კნუდმა, რომელსაც ტახტზე ასვლა სურდა. ამას თან დაერთო მთელი დანიის მასშტაბით გლეხთა აჯანყებები, რასაც სამოქალაქო ომის განახლება მოჰყვა. ერიკ II 1137 წლის 18 სექტემბერს მოკლა მისმა დისწულმა ერიკ III-მ რიბეს ბრძოლაში. მოგვიანებით, თავად ერიკ III ერიკ II-ის ვაჟმა დაამხო.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.